Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სხვა საქართველო სად არი

12 აგვისტო 2018

„ეშმაკმა თუ შენი დაწიხლვა მოინდომა, თავის ჩლიქს სულ არ გამოაჩენს, სულ კაცის ფეხით დაგწიხლავს“
© სტანისლავ ეჟი ლეცი

მე არ ვიცი, არსებობს თუ არა ორი რუსეთი.

მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა გარკვევით დაგვანახა, რომ არ არსებობს ორი საქართველო.

არსებობს მხოლოდ ერთი საქართველო, დროის, ტექნოლოგიების, თაობების, მენტალიტეტის მიუხედავად.

ერთადერთი საქართველო არსებობს, რომლის ორად გაყოფა და ერთმანეთის დაჭმევინება ისევე წარმატებით შეუძლია იმავე რუსეთს, როგორც 10, 20, 30 თუ მეტი წლის წინ.

რეცეპტიც იგივეა - საკმარისია, საჭირო ოდენობის შემოსავალი შესთავაზო საჭირო ადამიანებს და ისეთივე სიამოვნებით მოჭრიან თავისივე ხელით გამოზრდილ თავისუფლების ნერგს, როგორც ადრე, მათი მშობლების თაობა ჭრიდა.

არ აქვს მნიშვნელობა ამ საჭირო ადამიანებს ხელში სმარტფონი უჭირავთ თუ „პრავდაში“ გადახვეული ვობლა.

არც შეთქმულების თეორიებია საჭირო და არც პროპაგანდის თეორიების ცოდნა, რომ მიხვდე, რა მესიჯებიც მივიღეთ ქართველებმა ომიდან 10 წლის თავზე:


1.      რამდენიც უნდა იფაფხუროთ თანამედროვეობაზე, ნებისმიერ დროს ვიპოვით თქვენს შორის ხალხს, რომელსაც ჩვენთან თანამშრომლობა მოუნდება და ამას თქვენი სიმპათიის ხარჯზე გააკეთებს;
2.      რამდენიც უნდა ლანძღოთ ნანი ბრეგვაძე და სოსო პავლიაშვილი თავისუფლების სახელით, ნებისმიერ დროს შევძლებთ, თქვენი „თავისუფლების ფლაგმანები“ წამოვიყვანოთ ჩვენთან თანამშრომლობაზე, თან ჯერ 26 მაისს და მერე აგვისტოში, ომიდან 10 წლის თავზე;
3.      არ არსებობს თაობათა ბრძოლა და თაობათა სიმართლე - არსებობს მხოლოდ ელიტების ბრძოლა უპირატესობისთვის და ელიტების სიმართლე;
4.      არ აქვს მნიშვნელობა, თავისუფლებისმოყვარე ქლაბერები იქნებიან თუ „ქართული მარშის“ წევრები - როცა საქმე მეტ შემოსავალს ეხება, ისე უცებ დაემსგავსებიან თავის მოწინააღმდეგეებს, ვერც გაარჩევთ, რომელი რომელია;
5.      და ყველაზე მთავარი: ნებისმიერ დროს შეგვიძლია, ზუსტად ის გადმოვიბიროთ, ვისაც იცავდით და ვისზეც ყველაზე დიდ იმედებს ამყარებდით, და ამ გზით ჩაგინერგოთ ყველაზე დამანგრეველი - საკუთარი უმწეობისა და მარცხის გარდაუვალობის განცდა.

ორი საქართველო არ არსებობს.

და თუ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ჩვენსავე ქვეყანაში არ ვისწავლით, მალე ეს ერთი საქართველოც აღარ იარსებებს.

არ აქვს მნიშვნელობა, 37 მანეთად მიფრინავ ნატაშასთან თუ 37 ევროდ რუსულ „ანდერგრაუნდში“ - მიზეზიც, შედეგიცა და შეხვედრის ადგილიც უცვლელია.

დროებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მომავლი ჯერ ვერა, მაგრამ… (მოდა და “ვეფხ ...

რაო მოდამ - რა მინდაო?  მამრებმა და მდედრებმა ერთმანეთი მოხიბლონო? მდედრებმა მამრები დაიმონონო? მდედრებამა ინარცის ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

გამოცხადებული ტერორის ქრონიკა

კუდიანებზე ნადირობა თრილერები ვისაც გიყვართ, ალბათ, ამ ქრონიკას უცებ წაიკითხავთ. თუ ქვემოთ მოთხრობილ ამბებზე არაფერი გ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

"ოთარაანთ ქვრივი", ანუ რატომ ვერ ვიმჩნევ ...

თავის დროზე ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ რომ წავიკითხე, ვერ გავიგე. არ უყვარდა და ნუ უყვარდა. არც იყო ვ ...

მეტი

^