მენცარებსა და ანალისტებს ხელთ ჩაუვარდათ უძველესი კონფესიის, მართმადიანების მცნებათა კრებული.
ენობრივი ბარიერის გამო (მართმადიანები განსაკუთრებული, სპეციფიკური ენით საუბრობენ, რომელიც დღემდე ჯოჯოხეთად უქცევს სამუშაოს ჟურნალისტებს) მის გაშიფვრას კარგა ხანს მოუნდნენ, თუმცა ხანგრძლივი შრომის შემდეგ აი, მან მაინც იხილა დღის სინათლე.
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, კერპი იგი არის ერთადერთი და ეთაყვანე სოლოლაკსა შინა მთათა ზედა.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა. მართ ოდენ ჯიკებისა ურჩთა მდიდართა მიმართ, შესაწირისა ოთხისა მილიონისა.
4. მოიხსენე დღე იგი 1 ოქტომბერი და წმინდაყავ იგი. ყოველ დღეს დილის 6-იდან იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო საათი იგი 9 არს უფლისა ღმრთისა შენისა. დაიძინე.
5. პატივ-ეც მამასა და მარჩენალსა რომელიც განაგებს პარტიასა, მთავრობასა, პარლამენტსა, მედიასა და ცხოველთა და ფრინველთა და მით უფრო ხეთა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა.
6. არა ქაჯ კლა.
7. არა იპარო ისე, რომ ნათელმან დღისამან, მით უფრო ჩანაწერმან აუდიოსამან განაშუქოს საქმენი შენნი.
8. არა იმრუშო და არცა გული გითქუმიდეს წესისა ცხოვრებისა, რაიცა გულზე არ ეხატების მასა.
9 არა ცილი სწამო დეპუტატსა და მინისტრსა, პროკურორსა და გინდა გუბერენატორსა, კორუფციასა ზედა შენსა წამებითა ცრუითა თუ მართლითა.
10. არა გული გითქუმიდეს კრიტიკისათვის კანდიდატისა შენისა, არა გული გითქუმიდეს მილიარდებისა მეუფისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რაჲ იყოს მამამარჩენალისა შენისა.
შენიშვნა: - ანალისტები დღემდე კამათობენ - მეექვსე მცნება წარმოითქმის როგორც, "არა ქაჯ კლა", თუ "არა ქადჟ კლა".