Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაგრამ...

13 იანვარი 2015

უპატრონო, მომაკვდავ ლეკვზე უფრო საწყალი სანახავია ადამიანი, რომელიც  ორ  ლოგიკურად და ეთიკურად ურთიერთგამომრიცხავ წინადადებას შორის „მაგრამის“ ჩასმით ერთდროულად ფაშიზმის გამართლებას და მისგანვე დისტანცირებას ცდილობს.

ისტორიულ  წარსულს თუ გადავხედავთ, ის სავსეა ეპოქებით, სადაც სახელმწიფო, ეკლესია და  საზოგადოებრივი ზნეობა პირდაპირ მხარს უჭერდა იდეოლოგიებს, რომლებიც დღეს ადამიანთა უმეტესობისთვის, ფორმალურად მაინც, მიუღებელია.

მეცხრამეტე საუკუნის ადამიანი, რომელიც იზრდებოდა ეპოქაში,  სადაც ქალს ხელი არ მიუწვდებოდა განათლებაზე  და სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც  არ ღებულობდა მონაწილებას, ბევრ არგუმენტს მოგიყვანდათ  იმის თაობაზე, რომ ქალი არ  უნდა  მონაწილებდეს არჩევნებში და  შორს უნდა იყოს განათლებისგან. ჩვენს ეპოქაში ასეთ რამეს ვეღარ გაიგონებთ,  მაგრამ სამაგიეროდ ბევრი გეტყვით, რომ თანასწორობა კარგია, მაგრამ ოჯახში მაინც კაცია უფროსი.

იმ ადამიანთა რაოდენობაც უკიდურესად მცირეა, რომლებიც საკუთარ თავს ღიად რასისტად  მოიხსენებენ, ავტობუსში შავკანიანის გვერდით არ დასხდებიან  და  „შერეულ“ ქორწინებას გააპროტესტებენ. ლიბერალური დისკურსი აიძულებს რასისტს, თავი მარგინალად იგრძნოს და საკუთარი ღირებულებების საჯაროდ გამოხატვის შერცხვეს.  დღევანდელი რასისტი უფრო ის ტიპია, რომელიც მიიჩნევს, რომ რასიზმი ცუდია, მაგრამ  ქვეყანაში უცხოელების ემიგრაცია ერის გადაგვარებას იწვევს. 

ფაშისტი იმდენად არის ფაშისტი რამდენის საშუალებასაც მას გარემო აძლევს.

თანამედროვე ადამიანი რომ დეკლარირებური ნაცისტი არ არის,  ეს  არა ამტკიცებს,  რომ ის რასისტული წინასწარგანწყობებისგან და სტერეოტიპებისგან თავისუფალია.  რასიზმის ამ   ფორმით გამოხატვის საშუალება ადამიანს  მხოლოდ საკუთარი თავის მარგინალიზაციის ხარჯზე აქვს, რასაც როგორც წესი,  ადამიანი ერიდება.

ანალოგიურად,  დღეს რელიგიის კრიტიკის გამო ტერორისტებისა და ფუნდამენალისტების  გარდა, არავინ კლავს. სიტყვის თავისუფლება დღეს კანონითაა გარანტირებული და შუა საუკუნეებშიც აღარ ვცხოვრობთ.

„სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგი არ ვარ, არც ტერორისტებს ვამართლებ, მაგრამ რელიგიის შეურაცხყოფა არ შეიძლება“ - სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ყოფნის და ტერორიზმის  გამართლების ერთადერთი ლეგიტიმური პოზიციაა.

თანამედროვე ფაშიზმის მთავარი თვისება საკუთარი თავისთვის საკუთარი არსებობის დამალვა  და თვითდისტანცირებაა. დღევანდელი სექსისტები, რასისტები და თავისუფლების მტრები „მაგრამისტები“ არიან!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^