Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალუდა ქეთელაური

16 სექტემბერი 2015

„ემიგრანტის რეპატრიაცია“ ან „გადახვეწილის  დაბრუნება სამშობლოში“ რომ დაერქმია ქვესათაურად და არა მხოლოდ „ალუდა ქეთელაური“ იმ პოემისთვის ვაჟა-ფშაველას, კარგი იქნებოდა ანუ უპრიანი. მაშინ უკეთ გაიგებდნენ თავის ადგილ-სამყოფელს, უკეთ შეიტყობდნენ, თუ რომელია მათი სამყოფი სამშობლო და რომელი - არა  ეს საქართველოს ქონსერვატორები, ეს ყოვლად მაძღარი ვასაძე-შათირიშვილ-მაღრაძეები. არა თუ ბრიყვი, არამედ მათი შარავანდედით გაბრიყვებული ადამიანებიც ალბათ მეტ სიმტკიცეს შეიძენდნენ, რადგან ლერწამი აქვთ ტვინის მაგივრად თუნდაც ტანსრულებს.

ერთ მშვენიერ დღეს, პოემის მთავარმა გმირმა, ალუდა ქეთელაურმა, ორთაბრძოლაში მის მიერ მოკლული მტრისთვის მკლავის მოკვეთა ითაკილა, რადგან დამარცხებული ვაჟკაცის ღირსებას გაუფრთხილდა და არა თავისი ხალხის ადათ-წესებს, რომლებსაც განუხრელად იცავდა მანამდე საქმით თუ სიტყვით. ალუდას თემი ამ თავნებობამ გააოცა და აღაშფოთა, მან კი უარესი ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ უკან დაეხია და დაჰყოლოდა ტრადიციის ნებას, მძორისმჭამელი ყორანივით კიდევ ერთხელ მოეგლიჯა მოკლულის მკლავი და მიეტანა თავის ბუდეში, თავის ჭერქვეშ საამაყოდ გამოსაკიდად, ალუდა ქეთელაურმა სამსხვერპლო მოზვერი თავისი ხელით დაუკლა დაღუპულ მტერს. ამ გაუგონარი საქციელით მან ჯერ ერთი რომ ურჯულოსა და მტრის სახელზე შესწირა მსხვერპლი, ამასთანავე მსხვერპლის შეწირვის წმინდა უფლება ხევის ბერს ჩამოართვა და მიისაკუთრა. ამით კი ალუდამ საერო-სამეომრო ტრადიციის შემდეგ სისხლიანი მსხვერპლშეწირვის საკრალური ტრადიციის ჯაჭვიც გაწყვიტა. მოკლედ და ერთი შეხედვით, ალუდა ქეთელაური ზოროასტრის გზას დაადგა. მაგრამ არა, ალუდა ქეთელაური არც რელიგიური და არც სოციალური რეფორმატორის როლს არ ირგებდა. იგი სამშობლოსკენ მიმავალ გზას დაადგა.

თემმა დაუყოვნებლად მოიკვეთა ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებათა დამრღვევი კაცი, რომელიც მანამდე მისაბაძი გმირი იყო და რომლის ყოველ სიტყვას დიდიან-პატარიანად გულის ფიცარზე იწერდნენ.  მოხუც დედასთან და ცოლ-შვილთან ერთად  ალუდა ქეთელაური ღამით გააძევეს. მისი სახლ-კარი ცეცხლს მისცეს. ასე წავიდა ალუდა კრედოს ერთგული საზოგადოების, ერთსულოვნებით შეკრული უმრავლესობის ქვეყნიდან ანუ უცხოეთიდან; წავიდა  განცალკევებულის, გარიყულის, გაკიდეგანებულის, თუნდაც გარეწრისა და ნაძირლის სამშობლოში, რომელიც ხელისგულივით შიშველი გზაა და არა გალავნით დაცული ერთი ადგილი, ქონსერვატორების საოცნებო უსაფრთხო ბოსელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^