Skip to content

ავტორიზაცია

პროექტი

სოჭის ოლიმპიადის გამო რეგიონის ეკოსისტემა საფრთხეშია

ბუნების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები (WWF, Greenpeace და ა.შ.) "ოლიმპსტროის" (რუსული სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც ოლიმპიადისთვის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს) ეკოლოგიური ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. WWF-ის რუსულმა ბიურომ ყურადღების მისაქცევად ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დაწყების მომენტი გამოიყენა და კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.

25 თებერვალი, 2010
სერგეი ბაღაბში და დმიტრი მედვედევი

რუსეთ-აფხაზეთის ნახევარსაუკუნოვანი შეთანხმება

მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ხელახლა არჩეული ხელმძღვანელის სერგეი ბაღაფშის ვიზიტი რუსეთთან გაფორმებული 49-წლიანი შეთანხმებით დაგვირგვინდა. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში რუსეთის საკმაოდ მასშტაბური სამხედრო ბაზა განთავსდება. ამ საკითხის გარდა, კრემლში ბაღაფშისა და მედვედევის შეხვედრების მთავარი თემები იყო პირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენა და აფხაზეთის რკინიგზის რუსეთის რკინიგზის მმართველობაში გადაცემა.

25 თებერვალი, 2010

უვიზო რეჟიმი ცხინვალსა და მოსკოვს შორის

მოსკოვმა და ცხინვალმა ოფიციალური შეთანხმება გააფორმეს. მარტის დასაწყისიდან სამხრეთი ოსეთის მოსახლეობას რუსეთში შესასვლელად ვიზები აღარ დასჭირდება. ამ შეთანხმების მიხედვით, ისინი  რუსეთში ვიზის გარეშე დარჩენას 90 დღის განმავლობაში შეძლებენ. "ამისათვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ თან", - განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა.

18 თებერვალი, 2010

ქონებაზე დავა გრძელდება

გიბრალტარის სასამართლომ ჯოზეფ ქეის მიერ წამოწყებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სასარგებლოდ გამოიტანა. ამ ინფორმაციას პატარკაციშვილების ოჯახი და მათი ადვოკატი ლაშა ბირკაია ავრცელებენ. მათი თქმით, 1 თებერვალს გიბრალტარის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყველა აქტივი, რომელზეც ამ დავის ფარგლებში ჯოზეფ ქეი პრეტენზიას აცხადებდა, 100 პროცენტით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაა.
18 თებერვალი, 2010

"ვარსკვლავების აკადემიის" შენობის საქმე გრძელდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახმა 18 დეკემბერს, გამოძიების თავიდან წარმოების მოთხოვნით,  პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ადვოკატები მერაბ ჩიქოვანი და გაგი მოსიაშვილი განმარტავენ, რომ საქმეში არის დანაშაულის ნიშნები, რომელიც კონკრეტულ პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. "სასამართლო სხდომაზე კი არ მოგვეცა საშუალება, მსჯელობა ყოფილიყო ჩვენ მიერ წარდგენილ შუამდგომლობებზე. გამოძიების მიერ დაშვებული კანონდარღვევების გამო, მთავარ პროკურორს გამოძიების თავიდან დაწყებას ვთხოვთ", - ამბობს მერაბ ჩიქოვანი.

29 დეკემბერი, 2009

ჰამარბერგის უშედეგო ვიზიტი ცხინვალში

ცხინვალში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ბოლო ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. ერგნეთში მობრუნებულმა კომისარმა განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში აღარ ჩავა და მოლაპარაკებებს მხოლოდ ტელეფონით გააგრძელებს. მისი თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ გააკეთოს ან გადასცეს უპასუხისმგებლო განცხადებები მედიით, რადგან ახლა მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა".

29 დეკემბერი, 2009

სამეურვეო საბჭოს წევრები აირჩიეს

პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩიეს.

15-წევრიან საბჭოში შვიდი ვაკანსია შეივსო. არჩეულ კანდიდატებს შორის "მედია კლუბის" სამი წევრი მოხვდა: ნინო დანელია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი და მედია მკვლევარი, ლიკა ჩახუნაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი და "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილი.

29 დეკემბერი, 2009

სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტმა ცნობად მიიღო

ახალი სახალხო დამცველის პირველი ანგარიში, რომელიც 2009 წლის პირველ ნახევარს მოიცავდა, პარლამენტმა ცნობად მიიღო. ანგარიშს პარლამენტი დაახლოებით სამი საათი უსმენდა. ტუღუშმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მედიის თავისუფლებაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, "საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია- საშუალებები, მაგრამ არსებობს მედიასაშუალებები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვს ბადებენ". თუმცა დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.

29 დეკემბერი, 2009

"მისტრალი" - ახალი საფრთხე საქართველოსთვის

„ასეთი გემების ერთადერთი დანიშნულების ადგილი შავი ზღვაა. შედეგები, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს", - ასე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საფრანგეთში ვიზიტისას. მან უსაფრთხოების გარანტიებიც მოითხოვა საფრანგეთში, თუ ამ ქვეყნისგან რუსეთი სამხედრო ხომალდ „მისტრალს" შეიძენს.

ვაშაძემდე პარიზში სამხედრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე მოსალაპარაკებლად რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა. სწორედ ამ ვიზიტის დროს განიხილეს რუსულმა და ფრანგულმა მხარეებმა წყალხმელეთა მოიერიშე ხომალდის - "მისტრალის" ყიდვის შესაძლებლობები.

25 დეკემბერი, 2009

შვიდიდან ხუთ კვოტას არასაპარლამენტო ოპოზიცია "მედია კლუბისთვის" ითხოვს

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურების ნუსხა შევიდა.

პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენის შესახებ დავით ბაქრაძემ განაცხადა და ოპოზიციას საერთო კანდიდატებზე შეჯერებისკენ მოუწოდა.

25 დეკემბერი, 2009
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

ეთიკის ქარტია ამოქმედდა

4 დეკემბერს მედიის 140-მა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და აირჩია საბჭო, რომელიც საზოგადოებისგან მიღებულ საჩივრებს განიხილავს და ამ ფორმით გააკონტროლებს, რამდენად იცავენ ხელმომწერი ჟურნალისტები ეთიკის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ეს მედიის თვითრეგულირების მესამე მცდელობაა. ამჯერად ქარტიის ტექსტი ევროპის საბჭოს ექსპერტებთან წლინახევრიანი კონსულტაციებისა და ქართველ ჟურნალისტებთან რეგულარული შეხვედრების შედეგად დაიწერა.

25 დეკემბერი, 2009
74

ვაჭრობა აღიარების თემაზე გრძელდება


ამ დროისთვის მინიმუმ ორი ქვეყანა რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ვაჭრობს.

მიმდინარე კვირიდან ბელარუსის პარლამენტში შექმნილი მუშა ჯგუფი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობას შეისწავლის. ჯგუფის ექვსი წევრი ნოემბრის ბოლოს თბილისში ჩამოსვლას გეგმავს. დეპუტატები ჩავლენ ასევე ცხინვალსა და სოხუმშიც.

13 ნოემბერი, 2009

ცხინვალში 4 ქართველი მოზარდი დააკავეს

4 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მცხოვრები 4 არასრულწლოვანი დაიკარგა. ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები -  17 წლის ლევან ხმიადაშვილი, 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური, 14 წლის გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე ცხინვალის შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს.

ცხინვალის ტელევიზიამ დაკავებული არასრულწლოვნების დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. კადრებიდან ჩანს, რომ მოზარდები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას აღიარებენ. მათი განცხადებით, ისინი გიორგი რომელაშვილის სახლის სანახავად მიდიოდნენ.

13 ნოემბერი, 2009
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

"მეტალურგია" საეჭვო კრედიტორს გადაეცემა

რუსთავის მეტალურგიული კომპლექსი იმ კრედიტორი კომპანიის ხელში გადადის, რომლის უკანაც, შესაძლოა, ჯოზეფ ქეი დგას.

შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი", რომელიც ორ კომპანიას - "ქართულ ფოლადსა" და "თუჯი XXI"-ს აერთიანებს, უცნობ კრედიტორს - "კოლხის ბიზნეს კორპორაციას"  შეიძლება რამდენიმე დღეში გადაეცეს.

13 ნოემბერი, 2009

რიცხვები

39 ადგილით დაწინაურდა და 81-ე ადგილზე აღმოჩნდა საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში (ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე").

5,5 პროცენტი იქნება მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ვარდნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დასკვნის თანახმად.

3 ნოემბერი, 2009
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

მმკ ვატიკანის მისიის წინააღმდეგ

ქავთარაძის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული ასირიულ-ქალდეური ცენტრის გახსნას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ) და მრევლის კავშირი საქართველოში აპროტესტებენ. მმკ-ს თავმჯდომარის თქმით, კულტურული ცენტრის მშენებლობის უკან პადრე ბენიამინი დგას, რომელიც ვატიკანის სამდივნოში ცხოვრობს და, ქალდეური კულტურის ცენტრის ნაცვლად, ქავთარაძეზე კათოლიკურ ეკლესიას აშენებს. 
3 ნოემბერი, 2009
61

რადიო "თავისუფლება" სოხუმსა და ცხინვალში

2 ნოემბრიდან სოხუმსა და ცხინვალში "რადიო თავისუფლება/თავისუფალ ევროპას" მოუსმენენ. ყოველ საღამოს საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "ეხო კავკაზა" რუსულ ენაზე გავა ეთერში. გადაცემის რედაქტორი ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი იქნება. ამ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
3 ნოემბერი, 2009

"რუსთავი 2"-ის შენობის პროცესი კვლავ გადაიდო

21 ოქტომბერს სამშენებლო კომპანია "არტ-იქსის" თანამშრომლის - დავით გვასალიას რიგით მეორე სასამართლო პროცესი გადაიდო. გვასალიას "რუსთავი 2"-ის შენობაში სარემონტო სამუშაოების არაპროფესიონალურად ჩატარება ედება ბრალად, რის გამოც, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად კი შენობაში მყოფი ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. სხდომის გადადების მიზეზი დაკავებულის ადვოკატის - გიორგი ყავლაშვილის მიერ წარმოდგენილი შრომის უუნარობის ბიულეტენი გახდა.
3 ნოემბერი, 2009
59

რუსეთი და ჩინეთი კვლავ ერთად არიან

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით ჩინეთს სტუმრობდა. ვიზიტის რუსული შეფასებები ასეთია: "შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა"; "პუტინმა პეკინში რუსეთის ეკონომიკა გაამყარა"; "მეგობრობა 60 წლის შემდეგ". 
3 ნოემბერი, 2009
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ცვლილებები განათლების სისტემაში

განათლების სისტემაში ცვლილებებია - ერთიან ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო გამოცდა დაემატება, გარდა ამისა, მომავალი წლიდან სკოლის მოსწავლეები მე-12 კლასში გაივლიან უნარ-ჩვევების კურსს, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში მისაღებად მხოლოდ უნარ-ჩვევებს ჩააბარებენ, თანაც - მშობლიურ ენაზე.
21 ოქტომბერი, 2009