არჩევნებამდე 3 თვით ადრე ოპოზიცია ისევ ერთიანი კანდიდატის ძებნას იწყებს.
"ალიანსი საქართველოსთვის" ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს. ალასანიას განცხადებით, ეს ერთადერთი გზაა ხელისუფლების დასამარცხებლად. ალიანსის წევრები მზად არიან, ერთიანობის სანაცვლოდ, მოლაპარაკებები დაიწყონ "ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალასთან". მთავარი მიზანია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება. ალიანსში არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმებისთვის საკუთარი კანდიდატიც დათმონ.
"არასწორი იქნება, თუ მოვითხოვთ, რომ ერთიანი კანდიდატი მაინცდამაინც ირაკლი ალასანია იყოს. თუ ვინმე უკეთეს კანდიდატს შემოგვთავაზებს, მზად ვართ, დავეთანხმოთ", - ამბობს დავით გამყრელიძე.