Skip to content

ავტორიზაცია

ქალბატონ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს

საქართველოს ახალი ელჩი გერმანიაში ქართველებს და, განსაკუთრებით, ხელისუფლების წევრებს გერმანიასთან ახლებური ურთიერთობების გააზრებაში უნდა დაეხმაროს.

ეს არის ჩემი მოსაზრებები გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩის, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის მიმართ.

8 მარტი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

საარჩევნო სისტემის შეფასება ცივი გონებით

მიზეზი, რის გამოც თბილისის მერის არჩევნების წინ ოპოზიციური პრაიმერის ჩატარების საკითხი დგება, საარჩევნო სისტემაში უნდა ვეძებოთ. პრაიმერის საჭიროება გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ არ ყოფილიყო 50%-იანი ბარიერი.

2 მარტი, 2010
ვახტანგ კომახიძე

აქე და ერიდე

პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად კომახიძეს, შესაძლოა, სააკაშვილის ბოლო განცხადებაც ეყოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შვეიცარიის ხელისუფლება რამდენიმე თვეში მიიღებს.

ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის მთავრობას თავშესაფარი სთხოვა. როგორც თავად ამბობს, მას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არაერთხელ დაემუქრნენ. ჟურნალისტმა განმარტა, რომ ცხინვალის ომთან დაკავშირებით ფილმის დასრულებას უკრძალავდნენ. ვახოს პირველად ღამით, ავტოფარეხთან დახვდნენ, შემდეგ დაურეკეს და ბოლოს შვეიცარიაში გამგზავრებისას გააფრთხილეს, რომ თუ თავი არ ეცოდებოდა, ოჯახს მაინც გაფრთხილებოდა.

23 თებერვალი, 2010
EU

საქართველოს ერა

რამდენ ხანს იქნება საქართველო მნიშვნელოვანი? შესაძლოა, ის არც ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, როგორც ეს თბილისიდან ჩანს, მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ხუთმილიონიანი ქვეყნების უმრავლესობა. საინტერესოა, საქართველოს ასეთი მნიშვნელოვნება მისი მუდმივი მდგომარეობაა, თუ დროებითი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნიშნავს თუ არა იმასაც, ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ: ავჩქარდეთ თუ შევანელოთ მოძრაობა.

22 თებერვალი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

ქართველი ოლიგარქის "ჯიღა"

ერთდროულად ქველმოქმედმა და ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისს თავზე უსახური და მდარე შენობა დაადგა, რაც, უკანონობის გარდა, უძველესი ქალაქის თვითმყოფადობის შელახვაა.

8 თებერვალი, 2010
ფოტო: დავით მესხი

გამოსაშვები გამოცდები, როგორც განათლების ხარისხის მართვის შემადგენელი ელემენტი

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი სისტემაში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს აფასებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საჯარო სკოლებში შემოღებული იქნება გამოსაშვები გამოცდები ("განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010-2011 www.mes.gov.ge "). თავისი ზოგადი მიზნებით, ახალი ინიციატივა განათლების რეფორმის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. გამოცდებისთვის სწორი პარამეტრების განსაზღვრა, როგორიცაა დრო, ადგილი, მასშტაბი, ფუნქცია და ადმინისტრირება, საკვანძო იქნება მათი წარმატებისთვის.

26 იანვარი, 2010
სტალინის ძეგლი გორში

მხიარული თამაშები

საზოგადოების ერთი ნაწილი კომუნისტური მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას ძეგლების აღებით ცდილობს. არადა, ტოტალიტარული სისტემის გავლენა ყველაზე კარგად სწორედ წარსულისადმი ასეთი, შეიძლება ითქვას, გულუბრყვილო დამოკიდებულებით ვლინდება.

20 იანვარი, 2010
ფოტო: ირაკლი გედენიძე /  Reuters

საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირების პრობლემების შესახებ

განათლების სისტემაში დაგეგმილი მორიგი ცვლილებების წარმატება, სკოლების პასუხისმგებლობების ზრდის პარალელურად, მათი მხარდაჭერის გაძლიერებაზეცაა დამოკიდებული.

უმაღლესში მისაღებ სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ბოლო თვის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა შემოგვთავაზა. ორივე პირდაპირ კავშირშია სასკოლო განათლების სისტემის წარმატებასთანაც.

პირველი წლევანდელ აბიტურიენტებს ეხება და, სამის ნაცვლად, ოთხი სავალდებულო გამოცდის შემოღებას და დაფინანსების, უნარების გამოცდის ნაცვლად, ოთხი გამოცდის შედეგების მიხედვით განსაზღვრას გულისხმობს.

14 დეკემბერი, 2009
ვასილ მაღლაფერიძე

აფხაზეთი: ახალი მიდგომის ძიებაში

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რა უფრო სწორია დღეს - საერთაშორისო წნეხის გაძლიერება აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, რაც მათ რუსეთთან აახლოვებს, თუ მათი თავისუფალი მოქმედებების ხელშეწყობა?
როდესაც ჭადრაკში პოზიციურად აგებ პარტიას, საჭიროა ძლიერი სვლა, ზოგჯერ ხარისხის ან ფიგურის შეწირვა, რათა ინიციატივას დაეუფლო და მდგომარეობა შემოაბრუნო.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მთლიანად დავკარგეთ ინიციატივა და მექანიკურად ვაკეთებთ სვლებს. თუ იგივე პოლიტიკა გავაგრძელეთ და "ძალიან მაგარი" რეზოლუციების, რუსეთის დაშლის და რაღაც ეგეთების იმედად დავრჩით, წავაგებთ.

11 ნოემბერი, 2009

"გადატვირთვა"

"ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაციას კარგი სლოგანი აქვს - "გადატვირთვა". მაგრამ ის ასევე ძალიან ბუნდოვანია და ცოტა ბავშვური. სერიოზულ ურთიერთობას ვერ "გადატვირთავ" - მის სტრატეგიულად წარმართვას უნდა შეეცადო. ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზანი აქვს მისაღწევი, რომელიც, საბოლოო ჯამში, არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. ერთი ის არის, რომ შტატებს ჰქონდეს კარგი თანამშრომლობა რუსეთთან. რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საერთო ინტერესები, რომლებსაც უნდა მივყვეთ.
3 ნოემბერი, 2009
ბარაკ ობამა

ნობელის სიურპრიზი

ავანსად გაცემული ნობელის პრემია იღბლიანი პრეზიდენტისათვის.
თუკი პრეზიდენტ ობამას აუცილებლად უნდა მიეღო სკანდინავიიდან რაიმე პრიზი, ალბათ აჯობებდა მისთვის, ნობელის პრემიის ნაცვლად, თუნდაც ოლიმპიური მედალი მიეცათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოლიმპიადაზე მსაჯები ასპარეზობის დამთავრებას მაინც უცდიან და შემდეგ არიგებენ ჯილდოებს. ტურნირზე მიმავალ სპორტსმენს ავტობუსში არავინ ჩამოჰკიდებს ოქროს მედალს. ოლიმპიური ოქრო პერსპექტიული სპორტსმენისთვის განკუთვნილი სტიპენდია არაა, რომ იგი მომავალი შესაძლო მიღწევებისთვის გასცენ.
3 ნოემბერი, 2009
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

სიტყვის თავისუფლება და ღირსების დაცვა მანიპულატორების ხელში

სიტყვის თავისუფლებასა და მკრეხელობას შორის დამოკიდებულებაზე დისკუსიის ნაცვლად, "იუთუბზე" დადებული ვიდეო პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ  "კვირის რეპორტაჟის" ბოლო გადაცემის დიდი ნაწილი "თავისუფლების ინსტიტუტისა" და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების მიერ "პატრიარქის წინააღმდეგ წამოწყებულ ინტერნეტ ომს" დაუთმო. სიუჟეტის მთავარი ღერძი  ონლაინ პორტალ "იუთუბზე" განთავსებული  ვიდეო გახდა.
29 ოქტომბერი, 2009
ფოტო: იუსტინა მელნიკევიჩი

ევროკავშირის მარცხი საქართველოში

საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში ევროპა უსუსური აღმოჩნდა.
ტალიავინის კომისიის დასკვნის ფონზე ალბათ უპრიანი იქნებოდა, უფრო დეტალურად განგვეხილა, რა გააკეთა თავად ევროკავშირმა საქართველოში კონფლიქტების მოსაგვარებლად.
20 ოქტომბერი, 2009

თურქეთი როგორც აფხაზეთის კონფლიქტის გასაღები

რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოსთვის, მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი თურქეთთან ინტეგრაციის სტრატეგიული ამოცანა გამოიკვეთა.
სუვერენული ქვეყნის ოკუპაციამ აშკარა გახადა კავკასიის მიმართ რუსეთის პოლიტიკის მტაცებლური ბუნება, საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების უსუსურობა და რეგიონის ქვეყნებს სრული დაუცველობის განცდა გაუჩინა.
რუსეთის მიერ საქართველოს ორი მხარის აღიარებამ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე, რომლსაც პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებმა საქართველოს მხარდაჭერით უნდა უპასუხონ. 
საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებში აფხაზეთს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ეკავა. აფხაზეთის სივრცეზე საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა იყო და რჩება თურქეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციად.
6 ოქტომბერი, 2009
ბარაკ ობამა და ჯოზეფ ბაიდენი

საქართველო და ამერიკული დიპლომატიის "ახალი ტონი"

ქართულ საგარეო პოლიტიკაში "რომანტიზმის" ეპოქა დასრულდა. რაც უფრო პრაგმატულ პრინციპებზე იქნება ის აგებული, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან.
17 სექტემბერს ობამას ადმინისტრაციამ უარი განაცხადა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილ ანტიბალისტიკურ ფარზე. სისტემას უნდა დაეცვა აშშ და მისი მოკავშირეები ირანული რაკეტების შესაძლო საფრთხისაგან და გულისხმობდა სარადარო ბაზის ჩეხეთის რესპუბლიკასა და რაკეტების პოლონეთში განლაგებას. ამ რადიკალური შემობრუნებით ობამას ადმინისტრაციამ ახალ ეპოქაში შეაბიჯა.
6 ოქტომბერი, 2009
ანა დოლიძე

არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა

საზოგადოების მობილიზაციის შედეგი იყო ის, რომ გირგვლიანის მკვლელობის აღმასრულებელი ოთხეული დაისაჯა. მათი ვადაზე ადრე გამოშვება ხელისუფლებამ ამ მობილიზაციის შესუსტების გამო გაბედა.
ანა დოლიძე, "კორნელის" უნივერსიტეტის სამართლის მეცნიერებათა კანდიდატი

18 სექტემბერი, 2009
ფოტო: იუსტინა მელნიკევიჩი

ტაქტიკური მარცხიდან სტრატეგიულ გამარჯვებამდე

რა შანსები გვაქვს, და რის ფასად, ომიდან ერთი წლის შემდეგ.
საქართველო-რუსეთის ომის ერთი წლის თავზე უდავოდ ისმება კითხვები - თუ რა წააგო საქართველომ და რა შანსები არსებობს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
28 აგვისტო, 2009
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

სად ვართ ომიდან ერთი წლის თავზე?

საქართველო დღეს იმ ადამიანის მდგომარეობაშია, რომელიც ავტოავარიის შემდეგ ცოცხალია, მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცის, გადარჩება თუ არა.
«ვარდების რევოლუციის» შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ, რომელიც ვერ ხედავდა ან არ სურდა დაენახა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პირდაპირი და რეგულარული ურთიერთობების მნიშვნელობა, დასახულ შედეგს მიაღწია - დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები ფორმალურად აღარ არსებობს. ისინი არსებითად ქართულ-რუსულმა კონფლიქტმა შთანთქა.
18 აგვისტო, 2009

რას გვპირდება თბილისის ძველი ქალაქის რეაბილიტაციის პროგრამა?

ძველ თბილისს მკაფიო ინდივიდუალობას ორი რამ სძენს: პირველი - მისი მატერიალური სუბსტანცია, ანუ შენობები, ქუჩები, პარკები და მეორე - ქალაქში მცხოვრები ადამიანები. ეს სუბსტანცია, რომელიც უბნის გარეგნულ იერსახეს ქმნის ერთგვარი სამოსია იმ ისტორიულად ჩამოყალიბებული საზოგადოებისათვის, რომელიც ძველ თბილისში ცხოვრობს. საზოგადოება ერთი მხრივ აფორმებს ქალაქის ამ სამოსს, მეორე მხრივ კი თვითონ განიცდის მის გავლენას; ანუ თბილისელები და მათი საცხოვრებელი გარემო განაპირობებენ ერთმანეთს და ქმნიან ქალაქს.
17 აგვისტო, 2009
სსმ

მიეცით საზოგადოებას შანსი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესი მომავლისთვის არ უნდა გადაიდოს.
მიხეილ სააკაშვილმა 20 ივლისს საქართველოს პარლამენტში მედიას-თან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა: «შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წესი. კერძოდ, ცხრაწევრიან საბჭოში ოთხი დანიშნოს ხელისუფლებამ, ოთხი - ოპოზიციამ, ხოლო ერთი «გადამწყვეტი ხმა» სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ წევრს მიენიჭოს. თანდათან კი უნდა წავიდეთ ამ ორგანიზაციის დეპოლიტიზაციისკენ, ჩავრთოთ სამოქალაქო სექტორი გადამწყვეტი ხმით და გავაფართოვოთ ამ საბჭოს ფუნქციები.
29 ივლისი, 2009