Skip to content

ავტორიზაცია

2

ნუ დაწვავ ლორას!


THE ORIGINAL OF LAURA

(Dying Is Fun)

Vladimir Nabokov

ლორას ორიგინალი

სიკვდილი სასაცილოა

ვლადიმირ ნაბოკოვი

14 დეკემბერი, 2009
უბიწოების მუზეუმი

ბოსფორელი ფლობერი

ეს სათაური ("ბოსფორელი ფლობერი") თავად ფამუქის რომანის ბოლო ეპიზოდმა და ამ რომანის შესახებ The New York Times-ში დაბეჭდილმა ერთი რეცენზიის სათაურმა მიკარნახა. რეცენზიას "ბოსფორელი ლოლიტა" ჰქვია. ამერიკელებმა ხომ ყველაფერთან რაღაც გაცვეთილი ბმული უნდა გააბან?! არადა რომანის ორ მთავარ გმირს, ქემალსა და ფიუსუნს შორის ასაკობრივი სხვაობა გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ჰუმბერტ-ჰუმბერტსა და ლოლიტას შორის (ქემალი 30-ისაა, ფიუსუნი 18-ის). და ფლობერი რაღა შუაშია?

13 ნოემბერი, 2009
73

სამყარო "კვანწას" თვალით

მთელი ბავშვობა და მერეც, ყოველთვის გვყავდა ძაღლი, ხან ქალაქში, უფრო ხშირად კი სოფელში, რაჭაში: კოჭლი პატარა გოშია, სახელად კვანწა, მდინარის (შარეულას) დანახვისთანავე რომ თავით ეშვებოდა წყალში, გიგანტური ლადა, კავკასიურის და სენბერნარის ნაჯვარს ჰგავდა, ირლანდიური სეტერი - რექსა, წუწკი, მაგრამ ძალიან ერთგული ვაჟკაცი, შავტუხა და ჩუმჩუმელა ჯეკა, გადარეული მეგი, ინგლისელი კოკერ-სპანიელი, "არილის" სიმბოლოს, ლორას ქალიშვილი. 
3 ნოემბერი, 2009
62

ვაშინგტონის მეგზური კოდების თანხლებით

"და ვინჩის კოდი" 4-5 წლის წინ წავიკითხე კომპიუტერის ეკრანზე. წიგნი ერთ-ერთ ონლაინ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, უფასოდ და პირატულად. იმ პერიოდშივე გავიგე, რომ დენ ბრაუნს "და ვინჩის კოდამდე" კიდევ ერთი რომანი ჰქონდა დაწერილი, "ანგელოზები და დემონები". სადღაც წელიწად-ნახევარში ეს რომანიც ჩავიგდე ხელში, ამჯერად წიგნის მაღაზიიდან ვითხოვე 2-3 სამი დღით და 5-6 დღის მერე უკან დავაბრუნე, ცოტათი შელახული.
3 ნოემბერი, 2009
კანიბალიზმის ინტელექტუალური ისტორია, კატალინ ავრამესკუ

ბარემ შემჭამეთ!

ამ წიგნის გამოსვლის შესახებ 2 თვის წინ შევიტყვე. ამაზონში მაშინვე გადავათვალიერე პირველი გვერდები და დავინტერესდი. სულ მალე books.google.com-ზეც გამოჩნდა წიგნის დიდი ნაწილი და კარგად რომ ჩავუჯექი, თავი არტურო პერეს-რევერტეს რომელიღაც ბიბლიოფილურ რომანში წარმოვიდგინე.
6 ოქტომბერი, 2009