"საქართველოს ხელისუფლებისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განმტკიცებაა".
მმართველი პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" "ლიბერალური ნაციონალიზმის" მკვეთრი მატარებელი უნდა ყოფილიყო. პარტიის ლიდერის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი გააჩინა.
ეს არ არის დასასრული, ეს დასასრულის დასაწყისიც არ არის. მაგრამ ეს, შესაძლოა, დასაწყისის დასასრული იყოს.
უინსტონ ჩერჩილი, ელ-ალამეინის ბრძოლის დასრულების შემდეგ
არაპრაგმატულ, „იდეალებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა", პატარა და სუსტი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოსთვის დიდი საფრთხის შემცველია.
საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი საგარეო პოლიტიკურმა კონცეფციამ, რომელსაც აქ „ნეოკონსერვატიზმად" მოვიხსენიებთ. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ტერმინს არ ვიყენებთ საგარეო პოლიტიკური მოძღვრების ზუსტად იმ მოდელის დახასიათებისთვის, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა ირვინგ კრისტოლსმა ჩამოაყალიბა.
პროლოგი თუ არ ვცდები, ზაზა ფირალიშვილის ერთი ძველი სტატიის სათაური იყო "დაბრუნება ისტორიაში". ავტორი, თავის მხრივ, მერაბ მამარდაშვილს დაესესხა, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა თუნდაც იმიტომაა აუცილებელი, რომ ჩვენი თავი დავინახოთ, გავარკვიოთ, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ.
საქართველოს ხელისუფლების ლიბერალიზმი ეკონომიკურ ნეოლიბერალიზმად იქცა. "ლიბერალიზმის" სხვა ფუნდამენტური პრინციპების გაზიარება ნეოლიბერალიზაციას შეეწირა.
საქართველოს ხელისუფლების იდეა ნაციონალური ესთეტიკის ზემოდან შეცვლაა. ეს კი, პირველ რიგში, "მოდერნიზებული" სახელმწიფო ინსტიტუტების და ნაციონალური იდეოლოგიის შექმნას გულისხმობს.