Skip to content

ავტორიზაცია

ფოტო: დავით ხიზანიშვილი

საქართველო 2009

წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

9 იანვარი - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა

19 იანვარი, 2010
ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი

საქართველო - "დემოკრატიის უნივერსიტეტი" კავკასიაში?

მოდერნიზებული, დემოკრატიული პროექტის შეთავაზებით საქართველოს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს რუსულ იმპერიულ პოლიტიკას კავკასიაში.

როდესაც სიტყვა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ჩამოვარდება, პირველ რიგში იგულისხმება შეურიგებელი ანტაგონისტები, ბრძოლა საერთაშორისო თუ შიდა საზოგადოებრივი აზრისთვის.

მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, კავკასიაში, შესაძლოა, გაჩნდეს პოზიტიური კონკურენცია რუსულ იმპერიულ პოლიტიკასა და ქართულ ანუ ქართულ-დასავლურ რეგიონულ დემოკრატიულ პროექტს შორის.

18 დეკემბერი, 2009
ფოტო: დარო სულაკაური

მოსალოდნელი მოულოდნელობა

საქართველოსა და სომხეთს შორის ფრთხილი და გაწონასწორებული პოლიტიკა ჯავახეთის გარშემო იძაბება.
სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადება, რომელიც მან სექტემბრის დასაწყისში სომეხ დიპლომატებთან შეხვედრისას გააკეთა, თბილისში "მოსალოდნელ მოულოდნელობად" შეაფასეს. საქართველოში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენს სომხეთის ხელმძღვანელობაზე, რათა მათ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავონ საქართველოსთან მიმართებაში.
20 სექტემბერი, 2009
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

გზა სამშობლოსკენ

მესხების რეპატრიაციის პროცესი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა რამდენიმე ოჯახი უკვე დაბრუნდა საქართველოში. ისტორიულ სამშობლოში მათ ბევრი პრობლემა ელით
ისლამ ნიაზოვმა თავისი ცხოვრების მერვე ათწლეულზე ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. 12 წლის იყო, როცა მისი ოჯახი, სტალინის სპეციალური ბრძანებით, საქართველოდან უზბეკეთში გადაასახლეს.
17 ივლისი, 2009
ვალელი მაღროელები

ბოლო გაჩერება

ამ დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის დუნე ცხოვრებას დღეში ერთხელ მხოლოდ ელმავლის კივილი არღვევს. აქ ვალე-თბილისის მატარებლის ბოლო გაჩერებაა
«მეშახტეთა ქალაქში» რომ ჩახვიდე, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან - ახალციხიდან დასავლეთით უნდა გადაუხვიო.
დანგრეული გზა და ურმების ჭრიალი მიგანიშნებთ, რომ ქალაქში აღარ შედიხართ. წლების წინ აქ ასფალტი ყოფილა, ალუმინის მავთულხლართების გასწვრივ კი ლამპიონები.
15 ივლისი, 2009
იმედა დვალიძე

დაუსრულებელი პროცესი

სასამართლო რეფორმა არასრულფასოვანი იქნება, თუკი პროკურორებისა და მოსამართლეებისგან განსხვავებით, ადვოკატები ცვლილებების მიღმა დარჩებიან.

3 ივნისი, 2009
ფოტო:მარიკა ქოჩიაშვილი

ოსი დევნილები

სიღარიბიდან ფუფუნებამდე და ფუფუნებიდან დევნილობამდე - გზა, რომელიც ოცდაათმა ოსურმა ოჯახმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განვლო.
მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში, აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის შექმნილ კომპაქტურ დასახლებებს ოცდაათი ოსური ოჯახიც აფარებს თავს. 
ოცდაათივემ ცხინვალი თითქმის ერთდროულად, 2007 წლის ნოემბერში დატოვა და სამხრეთ ოსეთის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელში - ხეითში დასახლდა. ხეითი დღეს ოკუპირებულია.
3 ივნისი, 2009

ნულოვანი ინფორმაცია, ნულოვანი ინტეგრაცია

მარნეულის ტელევიზიამ აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო გადაცემის რედაქცია დახურა. რაიონის 100-ათასიანი ეთნიკურად აზერბაიჯანელი აუდიტორიისთვის ეს ადგილობრივი ინფორმაციის მიღების ერთადერთი სატელევიზიო წყარო იყო
2003 წლის მიწურულს, ვარდების რევოლუციიდან ერთი თვის თავზე ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ ყულარში ჩავიდა. სოფლის სკოლის ეზოში შეკრებილმა მოსახლეობამ სტუმრების მიახლოებისას იკითხა: 
- А где Мамаладзе?
მათ ძალიან გაუკვირდათ, როცა უთხრეს, -  რევოლუცია მოხდა და აღარც მამალაძეა გუბერნატორი და აღარც შევარდნაძე პრეზიდენტიო.
3 ივნისი, 2009
ფოტო:Reuters /ირაკლი გედენიძე

მთავრობა ეკლესიის სამსახურში

საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას 2008 წელს რამდენიმე ათეული მილიონის ქონება გადაეცა. უძრავი ქონების გადაცემის პროცესი გრძელდება
12 მაისის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის განვითარების მინისტრმა საპატრიარქოსთვის გადასაცემი ქონების 22-პუნქტიანი სია წარადგინა. მთავრობამ ამ ნუსხის 7 პუნქტი დაამტკიცა და პრეზიდენტის კანცელარიას ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით (სიმბოლურ ფასად) გადაცემის გასაფორმებლად გაუგზავნა. დარჩენილი 15 საკითხი განსახილველად ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდა.
3 ივნისი, 2009
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

დაკეტილი პარლამენტი

საკანონმდებლო პროცესი, არა რუსთაველის პიკეტირების, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების დაწყებამდე შეჩერდა

3 ივნისი, 2009
ქალაქის მერი

მერიის 15 000 პოლიტიკური მუშაკი

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისის მერიამ 15 000 ადამიანი

 

3 ივნისი, 2009
სამება

უცნობი პატრიარქი

საქართველოს პატრიარქის პოზიცია ქართულ პოლიტიკურ პროცესებში გადამწყვეტი ხდება

3 ივნისი, 2009
ფოტო: ალექსანდრე შარვაძე

ნოღაიდელი – მარტო აჭარაში

ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისში აქციებზე არ გამოჩენილა, თუმცა წინასაარჩევნო სამზადისი მას აჭარაში აქვს გაჩაღებული.

"ზურაბ ნოღაიდელი -  აჭარის მმართველი" - ეს წარწერა ქობულეთში აპრილში გაჩნდა.

3 ივნისი, 2009

რისკის ზონაში

სარისკო ზონაში მცხოვრები ოაჯახები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილას გადასვლას ითხოვენ.

 1987 წლიდან მოყოლებული საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების გამო 400 ადამიანი დაიღუპა. ამავე პერიოდში ძირითადად სვანეთიდან და მთიანი აჭარიდან, ეკომიგრანტების სტატუსით 50 ათასამდე ოჯახი გაიყვანეს. ათეულობით სოფელი მთლიანად დაიცალა.
  დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიური ზონები თანაბრად ყველგანაა: მთაშიც, მთისწინეთშიც და ზღვისპირეთშიც. ანუ მეტ-ნაკლები სიმძაფრით, საფრთხის წინაშე საქართველოს ყველა რეგიონი დგას.

20 მაისი, 2009
ფოტო: თემურ ბარძიმაშვილი

გზა თავშესაფრიდან სახლამდე

წეროვანი-ხურვალეთი-ბერბუკი-წმინდაწყალი-კვერნათი-ბაზალეთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიუხედავად, დევნილებისთვის საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ჯერ კიდევ პრობლემაა.

20 მაისი, 2009
ფოტო: დავით მესხი

ერთი სამშობლოს ორი ისტორია

ჯავახეთის სომხური მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ერევნიდან სახელმძღვანელოების შემოტანის შეზღუდვით, თბილისი ცდილობს რეგიონში სომხეთის ისტორიის სწავლებას ხელი შეუშალოს.
  ჯავახეთის სომხური სკოლების რამდენიმე ათეული მოსწავლე მაისის ბოლოს ახალქალაქში სომხეთის ისტორიის შესახებ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბება.
  მეოთხე წელია ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ ტიპის ოლიმპიადებს მართავენ, რათა რეგიონის სკოლებში სომხეთის ისტორიის სწავლება წაახალისონ.
20 მაისი, 2009