Skip to content

ავტორიზაცია

სერგეი შამბა

ახალი მინისტრთა კაბინეტი

ახალი მინისტრთა კაბინეტი მოწმობს, რომ აფხაზეთში უფრთხიან რადიკალურ რეფორმებსა და რევოლუციურ ცვლილებებს.

აფხაზეთის ახალი პრემიერ-მინისტრის - სერგეი შამბას მთავრობის ფორმირება დასრულებულია.

10 მარტი, 2010
Hamberger

ჰამარბერგი ერგნეთში მარტო დაბრუნდა

როცა ჰამარბერგი ცხინვალშია, ერგნეთთან ხალხმრავლობაა.
თებერვლის ბოლო შაბათს ერგნეთის საგუშაგოსთან უჩვეულო ხალხმრავლობა იყო.
9 მარტი, 2010
ენგურის ხიდი

დაგვიანებული სტრატეგია

საქართველოს უკვე აქვს ოფიციალურად ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ როგორ აპირებს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას.
"საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის, მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას", - აღნიშნულია სტრატეგიაში, რომელზეც საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტრო გასული წლის ოქტომბრიდან მუშაობს.
მსგავსი დოკუმენტი 2008 წლის აგვისტოს ომამდე რომ დაეწერათ, შესაძლოა, მას ჰქონოდა რეალური შანსი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის საბაბი გამხდარიყო.
25 თებერვალი, 2010
ვლადიემირ პუტინი და ალექსანდრ ხლოპონინი

კავკასიის უფროსი

განტევების ვაცი თუ კადიროვის საპირწონე - ვინ არის ჩრდილოეთ კავკასიის ახალი მენეჯერი?

ამიერიდან დმიტრი მედვედევსა და ვლადიმირ პუტინს ჩრდილოეთ კავკასიაზე შეუძლიათ აღარ იდარდონ. ამას მათ ნაცვლად ალექსანდ ხლოპონინი გააკეთებს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ახლად შექმნილ ფედერალურ ოლქში არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ თვით პრემიერ-მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენლადაც დაინიშნა.

28 იანვარი, 2010
საარჩევნო პუნქტი, სოხუმი 2009

ბაღაფშის უპირობო გამარჯვება

ბაღაფში მილოცვებს იღებს, ხაჯიმბა კი მასობრივ გაყალბებებზე საუბრობს.

უკანასკნელ წუთამდე, არჩევნების დღემდე ყველას ეგონა, რომ მეორე ტური გარდაუვალი იყო და ინტრიგა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, სამი ოპოზიციონერიდან მოქმედ პრეზიდენტ ბაღაფშს მეორე ტურში კონკურენციას ვინ გაუწევდა.

22 დეკემბერი, 2009
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

ადამიანებით ვაჭრობის ახალი ფორმატი

ტირძნისელი მოზარდების დაკავების ისტორიამ ცხადყო, რომ ჟენევის ფორმატში არსებული მოლაპარაკებები ძალზე არაეფექტურია. მხარეები და საერთაშორისო დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ აუცილებელია ახალი მექანიზმების ამუშავება.

14 დეკემბერი, 2009
სერგეი ბაღაფში

გალი პრეზიდენტის გარეშე

გალის რაიონი აფხაზეთის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მიღმა რჩება. ეს რესპუბლიკაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების ფასია.

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონის მხოლოდ 3 ათას ხუთასი მცხოვრები შეძლებს მონაწილეობის მიღებას. რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა 12 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშება, რადგან ერთადერთი საბუთი, რომლითაც კენჭიყრაში მონაწილეობა შეიძლება, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტია.

24 ნოემბერი, 2009
ხაჯინბას მხარდამჭერთა აქცია, სოხუმი 2004

დეჟა ვუ

სერგეი ბაღაფში არ არის ერთადერთი კანდიდატი, ვისაც 12 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოგების რეალური შანსი აქვს.

13 ნოემბერი, 2009
აბაზების ოჯახი

აბაზები აფხაზეთში ბრუნდებიან

აფხაზეთის ხელისუფლება, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ, აბაზებს სახლსა და მიწას ჩუქნის.
ჰაბას შარმათი აფხაზეთში 2006 წელს ჩამოვიდა. მანამდე მისი მრავალშვილიანი ოჯახი ყარაჩაი-ჩერქეზეთში, მთიან სოფელ კრასნი ვოსტოკში ცხოვრობდა.
"ჩვენი გვარი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ჩვენ აქ საკუთარ სახლში ვართ, საკუთარ მიწაზე", - ამბობს ჰაბასი, რომელიც პროფესიით ვეტერინარია და პურის ფულს ამ საქმიანობით შოულობს.
3 ნოემბერი, 2009

თურქეთი - აფხაზეთის ახალი პარტნიორი

აფხაზეთში იმედი აქვთ, რომ თურქეთი უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის გეოპოლიტიკურ სივრცეში.
კავკასიის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სურათის მიუხედავად, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, აფხაზეთისთვის თურქეთთან დამოკიდებულება ყოველთვის "განსაკუთრებულის" კატეგორიაში დარჩება.
ჯერ ერთი, შავიზღვისპირა აფხაზეთისთვის, რომელიც, მოძმე ოსეთისგან განსხვავებით, საკუთარ მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით ხედავს, შავი ზღვის აუზის სიდიდით მეორე ქვეყანასთან ურთიერთობის აწყობა რისკების შემცირების ერთგვარი შესაძლებლობაა.
21 ოქტომბერი, 2009

პრეზიდენტი ჟურნალისტის წინააღმდეგ

"ლიბერალის" სოხუმელი ავტორი - ანტონ კრივენიუკი ცილისწამების მუხლით გაასამართლეს. მას სასამართლო პრეზიდენტმა ბაღაფშმა მოუგო.
აფხაზეთის პრეზიდენტისა და ჟურნალისტ ანტონ კრივენიუკის სასამართლო პროცესი სერგეი ბაღაფშის სასარგებლოდ დასრულდა.
ჟურნალისტი აფხაზეთის ისტორიაში პირველად გაასამართლეს ცილისწამების მუხლით.
ანტონ კრივენიუკი ჟურნალ "ლიბერალის" ერთ-ერთი ავტორია სოხუმიდან. იგი ასევე რუსულ ინტერნეტ გამოცემა "სეგოდნია.რუ"-სთან თანამშრომლობს.
მოსამართლე დავით ჩაგანავამ გამოიტანა განაჩენი, რომელიც მთლიანად დაემთხვა ბრალდების მოთხოვნებს.
6 ოქტომბერი, 2009
მიკრორაიონი

"მოსკოვსკი" და "პოდმოსკოვიე" ცხინვალში

მოსკოვის მთავრობის მიერ აშენებულ კომფორტულ კოტეჯებში თავშესაფარს იპოვიან ის ადამიანები, რომლებიც თბილისის აგრესიის შემდეგ უსახლკაროდ დარჩნენ.
იქ, სადაც ახლა ცემენტის, ახლად დაგებული ასფალტისა და საღებავების სუნი ტრიალებს, 2008 წლის აგვისტომდე ვენახები იყო. ეს ადგილი ქართულ სოფელ თამარაშენს ეკუთვნოდა.
6 ოქტომბერი, 2009
მეჯვრისხევის გაუქმებული საკოლმეურნეო ბაზარი

წყალი დენის წილ

ოსური სოფლისთვის დენის მიწოდების აღდგენას ქართული სოფელი ითხოვს.
თითქმის სამი კვირაა, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებნი წყალს ხან გორიდან, ხან მეზობელ სოფელ ზერტიდან ეზიდებიან, ზოგი ტრანსპორტით, ზოგი ორთვალათი, ზოგიც ხელით. 
მეჯვრისხევი გორის რაიონის ყველაზე დიდი სოფელია. იქ დაახლოებით 1400 კომლი ცხოვრობს.
მეჯვრისხეველები წყლის პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას ხედავენ - ქართულმა მხარემ ოსურ სოფლებს დენის მიწოდება უნდა აღუდგინოს.
20 სექტემბერი, 2009
მედვედევის და ბაღაფშის შეხვედრა მოსკოვში

გარდაუვალი ვექტორი

სოხუმი: ომიდან ერთი წლის შემდეგ სოხუმის მთავარი თავსატეხი ის ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთი წლის წინ მისი დამოუკიდებლობა აღიარა.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთ წელიწადში სოხუმისთვის საქართველოსთან კონფლიქტმა, აქტუალობის თვალსაზრისით, მეორე პლანზე გადაინაცვლა და ადგილი დაუთმო მოსკოვთან ურთიერთობების თემას. ეს ახალი გამოწვევაა აფხაზეთისთვის. აფხაზური პროექტის მომავალი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს იგი ამ გამოწვევასთან გამკლავებას. 
28 აგვისტო, 2009
რუსი ჯარისკაცები სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე, 30 აგვისტო 2008

აღიარებული პროტექტორატი

ცხინვალი: ომიდან ერთი წლის შემდეგ. რუსეთის მიერ სამხრეთი ოსეთის აღიარებიდან ერთი წლის თავზე რეგიონის მომავალი ისევ ბუნდოვანია.
გასული წლის აგვისტოში, კონფლიქტის დაწყების შემდეგაც კი, ცოტა ვინმეს სჯეროდა, რომ რუსეთი სამხრეთი ოსეთის აღიარებაზე წავიდოდა. 
25 აგვისტო, 2009
ფოტო: Reuters

მედვედევი ცხინვალში

ოთხსაათიანი ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტმა ოს ხალხს უპრეცედენტო მხარდაჭერა აგრძნობინა და ჯენტლმენობის გამოვლენაც მოახერხა
13 ივლისს, მოსკოვის დროით 13 საათზე აეროპორტში დაეშვა ვერტმფრენი, რომელმაც ცხინვალში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩამოიყვანა.
ამ დღემდე რუსეთის არც ერთ პრეზიდენტს და საბჭოთა კავშირის არც ერთ გენერალურ მდივანს ამ მიწაზე ფეხი არ დაუდგამს.
29 ივლისი, 2009
ფოტო: Reuters/ ტომას პიტერი

ბრძოლა აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ განსხვავებულად შეაფასეს ვალმერ ბუთბას დაპატიმრება
ოჩამჩირეში 7 ივლისს გამართულ  სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ პოლკოვნიკი ვალმერ ბუთბა საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში პატიმრობაში დარჩებოდა. მას ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება და შენახვა.
დაკავებიდან ათი დღის მანძილზე ბუთბას ნათესავებმა და ოპოზიციამ ყველა ღონე იხმარეს მის გასათავისუფლებლად, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
20 ივლისი, 2009
ახალგორი

ოსების პროექტი ახალგორში

ახალგორის რაიონის ოსური ადმინისტრაცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც რაიონში ქართული მოსახლეობის დაბრუნებაა.

ახალგორის კულტურის სახლი გაივსო, როდესაც სამასზე მეტი ადამიანი იქ იმისთვის მივიდა, რომ პირადად ენახათ კაცი, რომელიც მანამდე მხოლოდ ტელევიზორით თუ ენახათ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალგორში კოკოითი ჩავიდა. კულტურის სახლში კოკოითთან შეხვედრას ისინიც ესწრებოდნენ, ვინც ახალგორი აგვისტოს ომის შემდეგ მიატოვა.
"ჩვენ, მოძმე ხალხი, ქართველები და ოსები ერთად ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ", - განაცხადა კოკოითიმ გამოსვლისას. 

6 ივლისი, 2009
ფოტო ლევან ხერხეულიძე

ისევ ომის მოლოდინში

მიუხედავად იმისა, რომ ერგნეთის მოსახლეობას ფულადი კომპენსაციები დაურიგდა, ახალი ცხოვრების დაწყებას აქ არავინ ჩქარობს. ერგნეთელები ამბობენ, რომ ნანგრევებად ქცეულ სოფელში ომის აჩრდილი ისევ დადის.

რობინზონ კასრაძის ორსართულიანი, გადამწვარი სახლის ვერანდიდან ხელისგულივით ჩანს ცხინვალი.

1 ივლისი, 2009
სოხუმი

ქართველები და აფხაზები: რა იქნება მერე

აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში პირველად, ორივე მხარეს საერთო მიზანი გაუჩნდა - აღკვეთონ რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია.

"აფხაზეთის შიდა სუვერენიტეტის გამყარება საქართველოსთან კონფლიქტის დარეგულირებასთან არის კავშირში. ჩვენი უსაფრთხოება ძალიან არის დამოკიდებული ამ კონფლიქტის მოგვარებაზე.

1 ივლისი, 2009