რეფორმირებული პოლიცია ისევ აყენებს შეურაცხყოფას სრულიად უდანაშაულო ადამიანებს და ღირსების და პატივის შემლახავ ქმედებებს მიმართავს.
ფონდ "ინკლუზივის" ოფისში, ახვლედიანის ქუჩაზე, 15 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე ხუთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელთაც პოლიციის ფორმები არ ეცვათ. მათ განაცხადეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შენობა უნდა გაეჩხრიკათ. ფონდის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი ცალკე ოთახში გამოკეტეს და საქმეს, ანუ ჩხრეკას შეუდგნენ, ისე, რომ ჩხრეკის ოქმი ოფისში მყოფი არც ერთი ადამიანისთვის არ უჩვენებიათ.