Skip to content

ავტორიზაცია

ფოტო:ანდრეი მოსიენკო

გამარჯვებულის პორტრეტი და სცენარი დამარცხებულისთვის

იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტი ვერ გახდა. ახლა ის ცდილობს, პრემიერ-მინისტრის პოსტიც არ დაკარგოს.
ლიონია, ლიონია, ვიტია, ვიტია....... ეს არც საბავშვო გათვლაა და არც ენის გასატეხი. ეს უკრაინის პრეზიდენტების სახელების ჩამონათვალია.
24 თებერვალი, 2010
აზერბაიჯანული ტანკი, როგორც ომის მონუმენტი, მთიანი ყარაბაღი

ერთი ნაბიჯი წინ და რამდენიმე უკან

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, შესაძლოა, გალღვეს. ამას არ გამორიცხავენ არც კონფლიქტში მონაწილე მხარეები და არც შუამავლები.
აშშ-ს სენატის სადაზვერვო კომიტეტში 2 თებერვალს სამხრეთ კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
15 თებერვალი, 2010
ყარსის სადგური

უალტერნატივო გზა

საქართველო სომხეთისთვის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო დერეფნად დარჩება, იმის მიუხედავად, შეწყვეტს თუ არა თურქეთი ბლოკადას.

სომხეთს, გარდა იმისა, რომ ხმელეთითაა გარემოცული (ანუ ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია), თავისი ოთხი უშუალო მეზობლიდან ორთან საზღვარი აქვს ჩაკეტილი. რუკაზე კარგად ჩანს, რა სავალალო მდგომარეობაშია სომხეთი: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ტერიტორიულად ყველაზე პატარა ქვეყანას აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან თურქეთი და აზერბაიჯანი ბლოკავენ.

18 დეკემბერი, 2009
ილჰამ ალიევი და სერჟ სარგისიანი

აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღვარზე?

დაიდება თუ არა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე უფრო ხანდაზმული კონფლიქტის მოგვარების პრინციპებს შეიმუშავებს?

ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში უპრეცედენტო აქტიურობაა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები - ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი მიუნხენში მთიანი ყარაბაღის საკითხზე საგანგებო, წელს უკვე მეექვსე შეხვედრას გამართავენ.

18 დეკემბერი, 2009
76

არაფერი პირადული - მხოლოდ ბიზნესი

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვლება - ის უფრო თავშეკავებული და პრაგმატული გახდება. საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც საკუთარ თავზე გამოცდის უკრაინის ამ ნეორაციონალიზაციას.
13 ნოემბერი, 2009

ირანული წინააღმდეგობის ალია-ბალია

რატომ ვერ იქცა ირანის არჩევნების შემდეგ აგორებული საპროტესტო ტალღა სახალხო მოძრაობად?
ირანის უმაღლესი ხელისუფლება, ეტყობა, თვითონაც არ მოელოდა პროტესტის ისეთ უკიდურეს ფორმებს, როგორსაც 2009 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისა და "დაკანონებისას" წააწყდა.
3 ნოემბერი, 2009

ატომური ირანი: როდის მოვა მაჰდი?!

აჰმადინეჟადის სათავეში დაბრუნებით ირანის მიერ ურანის გამდიდრებისა და ენერგიის გამომუშავების პროგრამა აქტიურ ფაზაში შედის.
პრეზიდენტ აჰმადინეჟადის წინასაარჩევნო პიარკამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მესიჯი ეფუძნებოდა აგიტაციას, რომ მის პირველ საპრეზიდენტო ვადაში ქვეყანამ, ურანის გამდიდრებისა და ატომური ენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან და თითქმის არსებით წარმატებებს მიაღწია.
3 ნოემბერი, 2009

კიდევ ერთი ნაღმი კავკასიაში

პრიგოროდნი ინგუშების და ოსების სადავო მიწად რჩება. რამდენ ხანს შეძლებს კრემლი სტაბილურობის ილუზიის შენარჩუნებას?
ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა რამდენიმე დღის წინ ისევ განაცხადა, რომ აღარ აქვს პრეტენზია პრიგოროდნი რაიონზე. 
პრიგოროდნი რაიონი ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის სადავო მიწაა, რომელიც 90-იან წლებში სისხლიანი კონფლიქტის მიზეზი გახდა. დღეს ეს ტერიტორია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ოსურ-ინგუშური კონფლიქტი კი მოუგვარებელია.
"პრიგოროდნი რაიონი ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში დარჩება. ინგუშეთს პრეტენზია არ აქვს და აზრის შეცვლას არ აპირებს", - განაცხადა ევკუროვმა, რომელიც ტერაქტის შედეგად მიღებული მძიმე ტრავმების შემდეგ თავის პოსტს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.
3 ნოემბერი, 2009
ჩეჩენი ბავშვები ჩეჩნეთ–ინგუშეთის საზღვრის გადაკვეთისას

ჩეჩნეთი - თვითმკვლელების ომი

ჩეჩნეთში კვირა არ გავა, რომ ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი არ აიფეთქოს.
წმინდა რამადანის თვეს ტერორისტმა თვითმკვლელებმა ჩეჩნეთში ათზე მეტი აფეთქება მოაწყვეს. აფეთქებები ძირითადად გროზნოს ცენტრში ხდება და ტერორისტების მთავარი სამიზნე სამართალდამცავები არიან. არიან მოკლულები და დაჭრილები.
16 სექტემბერი. ქალაქ გროზნოს ცენტრი. პუტინის გამზირისა და მშვიდობის ქუჩის გადაკვეთაზე, მოდების სახლთან პანიკაა. როცა კვამლის დიდი ღრუბელი ნელ-ნელა იფანტება, იქ მყოფები შემზარავ სურათს ხედავენ.
6 ოქტომბერი, 2009
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

სამი ქვეყანა, ერთი მდინარე

სამხრეთ კავკასიის წყლის მთავარი არტერია ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა.
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საერთო ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგანან. მდინარე მტკვრის დაბინძურებაში წვლილი სამივე ქვეყანას შეაქვს, პრობლემის გადასაჭრელად კი ერთიანი გეგმის შემუშავება ვერ მოხერხდა.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ინდუსტრიული წარმოების შემცირების შემდეგ მტკვარი ძირითადად ჩამდინარე წყლებით ბინძურდება. გამწმენდი ნაგებობები კი  ამ ქვეყნებში, თითქმის ოცი წელია, არ განახლებულა.
5 ოქტომბერი, 2009

კავკასიის ინტეგრაცია

ევროპული ინტეგრაციის პროექტი - ახალი გზა კავკასიისთვის.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგაც ბევრმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რამდენად შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 
20 სექტემბერი, 2009

ანკარა-ერევანი 1:0?

თურქეთმა სომხეთისგან მიიღო ის, რაც სურდა.
ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ორ მეზობელს - თურქეთსა და სომხეთს პირველად მიეცათ ურთიერთობის მოგვარების საშუალება. 31 აგვისტოს ცნობილი გახდა სომხეთ-თურქეთის "საგზაო რუკის" დეტალები, რაც მანამდე საიდუმლოდ ინახებოდა. სომხეთის, თურქეთის და შვეიცარიის (შუამავალი ქვეყანა) საგარეო საქმეთა უწყებებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ "საგზაო რუკა" სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების გზების რეალურ ვადას ადგენს.
"შიდა პოლიტიკური კონსულტაციები ექვს კვირას გასტანს. შემდეგ ხელი მოეწერება ორ ოქმს, რომლებიც შესაბამის პარლამენტებს რატიფიცირებისთვის წარედგინება", - ნათქვამია განცხადებაში.
20 სექტემბერი, 2009
გიორგი ღონღაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრება, კიევი 2007

პუკაჩი მოთხოვნამდე

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობიდან ცხრა წლის შემდეგ მისი საქმე კვლავ პოლიტიკური მანიპულაციების საგანია.
პატარა სოფელი მოლოჩკი კიევიდან ორას კილომეტრშია. აქაურები სხვადასხვაგვარად ახასიათებენ თავიანთ უცნაურ თანასოფლელს. ზოგი ამბობს, რომ ის ბევრს მუშაობდა ბოსტანში, ზოგი იხსენებს, რომ ხალხში იშვიათად ჩნდებოდა და ადამიანებს ერიდებოდა. ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველი ელენა ცარუკი კი მას ინტელიგენტურ ადამიანად, «არასოფლელად» ახასიათებს.
18 აგვისტო, 2009
ფოტო: Reuters/სტრინგერი

ჩეჩნეთის ისლამიზაცია

პრომოსკოვურმა კადიროვმა მოახერხა ის, რაც თვითგამოცხადებული იჩკერიის პრეზიდენტებსაც კი არ დასიზმრებიათ. პრომოსკოვურმა კადიროვმა მოახერხა ის, რაც თვითგამოცხადებული იჩკერიის პრეზიდენტებსაც კი არ დასიზმრებიათ.
«ჩეჩნეთის გული» - ასე ჰქვია ახალ მეჩეთს გროზნოს ცენტრში. ამბობენ, რომ ეს ყველაზე დიდი მეჩეთია ევროპაში სტამბოლის შემდეგ. 
«ჩეჩნეთის გული» რესპუბლიკის ახალგაზრდა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ააშენა და მამის - აჰმად კადიროვის ხსოვნას მიუძღვნა.
18 აგვისტო, 2009
ალიევის და მედვედევის შეხვედრა, ბაქო, 3 ივლისი 2008

კავკასიური ბილიარდი

აგვისტოს ომის შედეგები კავკასიაში დღემდე ახალ-ახალი ძვრების საფუძველი ხდება
აგვისტოს კრიზისი სომხურ-თურქული დიალოგის სტიმულად იქცა, რაც ნაწილობრივ რუსეთ-აზერბაიჯანის დაახლოების მიზეზი გახდა. 
თუკი ეს პროცესი გაგრძელდა, პოლიტიკური «ბილიარდის ბურთი» ისევ იქ მიგორდება, საიდანაც სტარტი აიღო - ანუ საქართველოში, და მას ახალ სირთულეებს მოუტანს. 
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთისთვის კავკასიაში აზერბაიჯანის ჯერი დადგა. 
18 აგვისტო, 2009
ფოტო: Reuters/მორტეზა ნიკუბაზი

ჩვენ დავწერეთ «მუსავი», მათ წაიკითხეს «აჰმადინეჟადი»!

არჩევნების შემდეგ მსოფლიოს ყურადღება თითქოს შენელდა ირანის  მიმართ, მაგრამ თავად ქვეყნაში სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა. დღეს მიმდინარე პროცესები ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ამჟამინდელი რეჟიმის, თუ სრული ცვლილების არა, რადიკალური მოდერნიზაციის საფუძველი
29 ივლისი, 2009
ილუსტრაცია: ანა ტაბატაძე

მეზობელი, როგორც საფრთხე

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მშვიდობიანი თანაარსებობის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საბჭოთა დროის კონფლიქტოგენურ ეთნონაციონალიზმს ეფუძნება
29 ივლისი, 2009

ბლოგერები ციხეში

აზერბაიჯანელი ბლოგერების დაპატიმრება შემაშფოთებელი სიგნალია  საერთაშორისო საზოგადოებისთვის.  აზერბაიჯანს არ სურს დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში.
9 ივლისს ახალგაზრდული მოძრაობა Alumny network-ის ლიდერი ემინ აბდულლაევი (ასევე ცნობილი როგორც მილლი) და ორგანიზაცია OL-ის ხელმძღვანელი ადნან გაჯიზადე ბაქოს ცენტრში ერთ-ერთი რესტორნის მაგიდასთან ისხდნენ, როცა მათ ორი სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა.
29 ივლისი, 2009
ნატალია ესტემიროვა

პოლიტკოვსკაიას პრემიის პირველი ლაურეატი

ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის ჩეჩნეთის ტერიტორია ყრუდ ჩაიკეტა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ნატალია ესტემიროვა თავის კვლევებში ხშირად აღწერდა ჩეჩნეთში გატაცებული და მოკლული ადამიანების ისტორიებს.
მისი მკვლელობა ზუსტად ამ სცენარის განმეორება იყო.
15 ივლისს, დილით 8.30-ზე გროზნოს ცენტრში საკუთარი სახლიდან გამოსული ესტემიროვა უცნობებმა თეთრი ფერის «ლადაში» ჩააგდეს. ნატალიამ დაიყვირა, რომ იტაცებდნენ. მისი ხმა რამდენიმე მეზობელმა გაიგონა, მაგრამ გამოსარჩლება ვერავინ გაბედა.
29 ივლისი, 2009
ფოტო: Reuters/მორტეზა ნიკუბაზი

არჩევანი - ჩვენ!

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ირანის შიდა სიტუაცია და ამ სიტუაციის მთავარი წარმმართველი ძალები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა
ირანელი ხალხისათვის ალბათ მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი რეჟიმის რეაქცია და დამოკიდებულება საერთოეროვნული პროტესტის მიმართ. მიუხედავად გარკვეული ილუზიებისა, ირანელებს ძალიან კარგად ესმოდათ, რომ რეჟიმი თავის დასაცავად და საკუთარი არსებობის გასახანგრძლივებლად - არანაირი, მათ შორის არც ძალისმიერი საშუალებების გამოყენებას მოერიდებოდა.
15 ივლისი, 2009