კრემლი საქართველოში საკუთარ ლიდერს ეძებს.
ნინო ბურჯანაძე და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს რომ აუცილებლად შეხვდებოდნენ, ეს მოსალოდნელი იყო. კრემლი, დიდი ხანია, ცდილობს მოაგვაროს ურთიერთობები იმ ქართველ ლიდერებთან, რომლებიც სააკაშვილს მხარს არ უჭერენ, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ არენაზე რაღაცას წარმოადგენენ, და რომლებსაც კრემლთან მოლაპარაკებების არ რცხვენიათ. ასეთები კი, კრემლისთვის სამწუხაროდ, საქართველოში ცოტანი არიან. და მაინც, ეს კრემლის პრინციპული პოზიცია გახლავთ.