მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია საჯაროა, გაურკვეველია, რა დაჯდა და რა სახსრებით აშენდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია.
"ბატონო, პრეზიდენტო, მოგმართავთ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის სახელით, 1992 წელს სოხუმიდან ჩამოსულებმა, ჩვენდა საუბედუროდ, სწორედ იმ ადგილას შევიძინეთ ბინა, სადაც დღეს თქვენი რეზიდენციაა. 2004 წელს, მერიის მოთხოვნით, საცხოვრებელი სახლი დავტოვეთ და იქ თქვენი რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო, მას შემდეგ 5 წელია, ჩემი ოჯახი კომპენსაციის აღებას უშედეგოდ ცდილობს.