Skip to content

ავტორიზაცია

ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

რატომ არ უნდა მოხვდეთ რეანიმაციაში

საქართველოში რეანიმაციის ხარჯის დასაფარად მოსახლეობას ბინის გაყიდვა იქამდე მოუწევს, ვიდრე სადაზღვევო ლიმიტი არ გაიზრდება.

საშუალო სტატისტიკური ქართველი რეანიმაციაში რომ მოხვდეს, მის ოჯახს ხარჯის დასაფარად, შესაძლოა, სახლის გაყიდვაც დასჭირდეს. რატომ არ ფარავს დაზღვევა ეფექტურად ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას?

10 მარტი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

გახსნილი დახურული საზღვარი

დილის ექვსი საათია. ლარსისკენ მიმავალ გზაზე ბნელა და ადამიანის ჭაჭანება არ არის. უზარმაზარი მთების სილუეტების გარდა, არაფერი ჩანს. წლევანდელ თოვლს გზა გაუფუჭებია, მძღოლი მანქანას ორმოებს ძლივს  არიდებს. ტრასაზე არავინ მოძრაობს. რამდენიმე გვირაბის გავლის შემდეგ ჰორიზონტზე სინათლე ჩნდება. ლამპიონები სულ უფრო ჩახჩახა და თვალისმომჭრელი ხდება.

8 მარტი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

რატომ იღუპებიან ახალშობილები

ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პათოლოგიებით გამოწვეული ნაადრევი მშობიარობები.

აქ ახალშობილები შუშის ინკუბატორებში ცხოვრობენ. ოთახში შესვლის უფლება მხოლოდ  ექიმებს და მშობლებს აქვთ. კარს აწერია: "რეანიმაცია". შარშან აქ 121 ბავშვი გარდაიცვალა.

7 მარტი, 2010
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

აუზი - შეზღუდული შესაძლებლობა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს თბილისის აუზებზე ან საერთოდ არ შეუშვებენ, ან ისეთ დროს - როცა იქ ხალხი თითქმის არ არის.

5 მარტი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

ერთი ნაბიჯი ხელმისაწვდომი ჯანდაცვისკენ

სიახლეები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სადაზღვევო პაკეტში იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვის სექტორში სისტემური ცვლილებები იწყება.

5 მარტი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

მწეველები და არამწეველები მეწარმეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ

საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს მოწევას. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს - იაფი თამბაქო და დავიწყებული კანონები.

4 მარტი, 2010
დუშეთის პოლიკნინიკა, თებერვალი 2010

ახალი "100 ახალი საავადმყოფო"

რეალურია თუ არა, რომ 2 წელიწადში თანამედროვე საავადმყოფოში მკურნალობას ყველა შეძლებს?
ჭიშკრის კარი ძველი და ჟანგიანია. შენობის კედლებს აგურები სცვივა. ფანჯრის ჩატეხილი შუშებიდან მწყობრიდან გამოსული საოპერაციო აღჭურვილობა ჩანს.
24 თებერვალი, 2010
საკონკურსო ნამუშევარი

როგორ იხატება მტერი

სახელმწიფო სკოლებში პროპაგანდით მტრის ხატის ჩამოყალიბებას ცდილობს.

8 წლის თათიას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ არაფერი სმენია. სკოლაში უთხრეს, რომ რუსეთი აგრესორია. თათიამ ეს იდეა ფერადი ფანქრებით ნახატად აქცია. მის სურათზე საქართველო - მტრედი, რუსეთი კი პირდაღებული დათვია.

23 თებერვალი, 2010
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

14 ტუალეტი და ევროინტეგრაცია

გაზაფხულზე საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ავტობანებზე 14 ახალთახალი ტუალეტი დახვდებათ. ამისთვის საჭირო გახდა, რომ ტურიზმისა და კურორტების სამინისტროს სპეციალური მემორანდუმი გაეფორმებინა ნავთობის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასთან.

22 თებერვალი, 2010
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი, წიგნის სახელოსნო

გინდათ პატრიოტები? ასწავლეთ სამოქალაქო განათლება

სექტემბრიდან სასკოლო კურიკულუმში უკვე ორი საგანი იქნება, რომლებიც დაიწყება ერთი და იგივე სიტყვით - სამოქალაქო. რა უნდა ასწავლოს და რას ვერ ასწავლის ბავშვებს საგანი - სამოქალაქო განათლება.

22 თებერვალი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

"სიმართლის" იმპორტი კავკასიაში

"პირველ კავკასიურს" შეუძლია სერიოზული დისონანსი შეიტანოს კავკასიაში, თუ ის სატელიტზე დაბრუნდება და რუსულ პროპაგანდას ქართულს არ დაუპირისპირებს.
პირველივე სიუჟეტში, რომელიც ეთერში გავიდა, "პირველი კავკასიური" ამტკიცებდა, რომ ეს არხი ანტირუსული და პროპაგანდისტული არ იქნება.
20 თებერვალი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

სწორი გადაწყვეტილებების ილუზია

ჯანდაცვაში პრეზიდენტის ახალი ინიციატივების ეფექტს მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ, თუმცა შედეგი ხანმოკლე იქნება, რადგან ცვლილებები საკმარისად სისტემური არ არის.

საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა სამ ძირეულ სიახლეს ითვალისწინებს: პირველი - 3 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა მთავრობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოს მშენებლობის ვალდებულება აიღონ. მეორე - ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელების დაზღვევის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე უნდა გაიზარდოს.

15 თებერვალი, 2010
ილუსტრაცია: სოფო კირთაძე, წიგნის სახელოსნო

მსხვერპლისა და მოძალადის ჩაკეტილი წრე

მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ ძალადობისგან ოჯახის წევრებს კანონი იცავს, მსხვერპლი ხშირად ბედს ეგუება. ამის მთავარი მიზეზი საზოგადოების სტერეოტიპებია.

8 თებერვალი, 2010

სამოქმედო გეგმა გრაფიკის გარეშე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ხელისუფლება მომავალი წლიდან იმ პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება, რომლის კონტურებიც ჯერჯერობით არ ჩანს.

2009 წლის  15  დეკემბერს საქართველოს მთავრობამ განიხილა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ ადამიანებისთვის სტატუსის მინიჭების წესი უნდა შეიცვალოს.

ამ წესის მიხედვით, ადამიანის ინვალიდობა არა მისი დაავადების, არამედ ფუნქციური დარღვევებისა და შრომისუნარიანობის მიხედვით განისაზღვრება.

5 თებერვალი, 2010
ფოტო: თემო ბარძიმაშვილი

"ზღვარს გამოღმა" დარჩენილები

სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას სახელმწიფო ზედაპირული მიდგომით ცდილობს, რის გამოც ინვალიდობის მქონე ბავშვების ნაწილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობას ართმევს.

13 წლის ინგა ავალიშვილი ფერადი ფანქრებით ნაძვის ხესა და ფიფქებს ხატავს. იგი ერთ-ერთია იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთაგან, რომლებიც დროის დიდ ნაწილს დღის ცენტრში ატარებენ.

ინგას დედა ამავე ცენტრში მზარეულად მუშაობს. თუმცა სწორედ ამ სამსახურის გამო, შესაძლებელია, მან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის სტატუსი, მისმა შვილმა კი, დღის ცენტრში სიარულის შესაძლებლობა დაკარგოს.

5 თებერვალი, 2010
ვაშლი! – მოიცა!

არარსებული არჩევანი

თუ გგონიათ, რომ წარწერა პროდუქტის შეფუთვაზე - "დამზადებულია საქართველოში" - ბიოლოგიურად სუფთას ნიშნავს, ცდებით. ჩვენთან არც იმპორტული და არც ადგილობრივი ნაწარმის ბიოლოგიური სისუფთავე არ მოწმდება.

3 თებერვალი, 2010
ფოტო: იუსტინა მელნიკევიჩი

ჯარისკაცები საკლასო ოთახში

საქართველოს ხელისუფლება მტრისგან სამშობლოს დაცვის ცოდნას სკოლის მოსწავლეებსაც მოსთხოვს.

განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ერთმანეთს ეცილებოდნენ იმის ახსნაში, თუ რა იგულისხმა პრეზიდენტმა, როცა აჭარელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას განათლების სისტემაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებები პირდაპირ ეთერში სრულიად სპონტანურად და ემოციურად გააცნო საზოგადოებას.

3 თებერვალი, 2010
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

საპროტესტო არტი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტური პროტესტი, რომელშიც 8 ახალგაზრდა მონაწილეობს, ჯერჯერობით მხოლოდ მარგინალიზებული ჯგუფის ახირებას ჰგავს. რატომ ვერ იქცა ეს პატარა ამბოხი მასშტაბურ პროტესტად?

25 იანვარი, 2010
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

ფსონი - ეკონომიკაზე თუ ადამიანზე?!

კაზინო ააყვავებს ტურიზმს და მოიტანს მოგებას. თუმცა, ამ ბიზნესს სოციალური რისკი ახლავს, რომელსაც სახელმწიფო არ ანგარიშობს.
აქ საათი არსად არის. დრო გაჩერებულია. ფანჯრები ისეა დაბურული, რომ შეუძლებელია გარჩევა - ღამეა თუ უკვე გათენდა. ქუჩის ხმაური სქელ შუშებში არ აღწევს - სიგარეტის კვამლში ჩაფლული დარბაზები მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს. აქ დაძაბული სიმყუდროვეა.
22 იანვარი, 2010
ფოტო: სალომე ჯაში

პრეზიდენტის პატრიოტული პროექტი

იმდენად ბევრი რამ აკავშირებს ნაციონალურ მოძრაობას და პატრიოტთა ბანაკებს, რომ ძნელია, პრეზიდენტის პროგრამაში პარტიული ინტერესები ვერ დაინახო.

 

18 იანვარი, 2010