ევრობანკის გაანგარიშებით, საქართველოს ეკონომიკაზე კრიზისის მრავალმხრივი დარტყმა იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე მთავრობაში მიიჩნევენ. საქართველო სწორედ ახლა იწყებს კრიზისის არა მოკლე, არამედ გრძელვადიანი შედეგების მომკას.
საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კიდევ ერთხელ "შეასწორა". ამ ცვლილებით ბიუჯეტის შემოსავლები 192 მილიონი ლარით შემცირდა და ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან ნიშნულს - 5 მილიარდ ლარს ჩამოსცდა.
ეკონომიკის ორ უმნიშვნელოვანეს სეგმენტზე სახელმწიფომ პრაქტიკულად წარუმატებლად გამოაცხადა და გააუქმა ის სტრუქტურული რეფორმები, რაც ლიბერალიზაციის დროშით ბოლო წლებში მიმდინარეობდა.
1 დეკემბერს, მოგეხსენებათ, კალენდარული ზამთარი დაიწყო. თუმცა, "სეზონის შეცვლა" არა მხოლოდ კალენდარული საზომით მოხდა.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ეკონომიკური პოლიტიკის ახალი მოდელი თავდაყირა აყენებს დღეს მოქმედ საკანონმდებლო და პრაქტიკულ წესებს.
პრეზიდენტ სააკაშვილის "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" ჩემთვის რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი. უპირველესი ის არის, რომ პირველად გავიგე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის მოდელის შესახებ. 6 ოქტომბერს პრეზიდენტმა პარლამენტში პირველად განაცხადა ღიად, რომ ქვეყნის ეკონომიკის მოწყობის ლიბერტარიანული ხედვა მისთვის ყველაზე მეტად მისაღებია.
არასახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ექსპერტების პესიმისტურ პროგნოზებს არ იმჩნევს.
2009 წლის 8 თვის ბიუჯეტი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაირღვა. იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტის მთლიანმა შემოსავლებმა 3 მილიარდ 745 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 99%-ია. რვა თვის ბიუჯეტის გარღვევას კაპიტალურ შემოსავლებში არსებულ პრობლემებს უკავშირებენ. წელს ბიუჯეტში ქვეყანამ 77 მილიონი ლარი ქონებისა და მიწის პრივატიზაციისაგან უნდა მიიღოს. თუმცა, დღემდე კაპიტალური შემოსავლების კუთხით მხოლოდ 15,5 მილიონი ლარია შემოსული. ამან კი ბიუჯეტში დანაკლისი და გეგმის ჩავარდნა გამოიწვია.
საქართველო: ომიდან ერთი წლის შემდეგ
აგვისტოდან აგვისტომდე ქართულ ეკონომიკას მხოლოდ ომი არ გადაუტანია. განვლილ 12 თვეში მან სამი უმძიმესი დარტყმა მიღო და სამივე - დროში დღემდე გაჭიანურებული
5-დღიან ომს პირველი მძლავრი რყევა მყისიერად მოჰყვა. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს სუვერენული რეიტინგები ჩამოაკლო ორივე წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings-მა და Standard & Poor’s-მა. საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეფერხება იწინასწარმეტყველა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.
ნაბუქოს გაზსადენის პროექტი ხანგრძლივი სტატიკური მდგომარეობიდან განვითარების დინამიკურ ფაზაში გადავიდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია.
წინა ისტორია ნაბუქოს გაზსადენის პროექტი სამხრეთკავკასიური ენერგეტიკული დერეფნის გაზის სეგმენტის ძირითადი და დამასრულებელი კომპონენტია. სამხრეთ კავკასიური ენერგეტიკული დერეფნის საწყისი კომპონენტი ბაქო-თბილისი-ერზრუმის სახით 2007 წლის შემოდგომიდან მოქმედებს და მისი საშუალებით შაჰ-დენიზის აზერბაიჯანული საბადოს გაზი საქართველოსა და თურქეთს შიდა მოხმარებისათვის მიეწოდება.
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის მოგვარების გარეშე, პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უსაფრთხოებისთვის ყოველგვარი ძალისხმევა განწირულია საქართველოს დასახმარებლად მოწყობილი სამიტის შემდეგ შეპირებული დახმარების საერთო მოცულობა 4,5 მილიარდი დოლარია ანუ, დაახლოებით, ათასი დოლარი - საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელზე.
საქართველოს შრომითი კანონმდებლობა მნიშვნელოვან გარდატეხას განიცდის დამქირავებლის და დაქირავებულის კონფლიქტი თავისი არსით ისეთივე ძველია, როგორც გადასახადის გადამხდელის და ამკრეფის, ან მევალის და მევახშის ურთიერთობა. ყოველთვის არსებობს ამ პოტენციური წინააღმდეგობის მშვიდობიანად მოგვარების ალბათობა, მაგრამ, როგორც წესი, კეთილ ნებაზე დამოკიდებულს არაფერს ტოვებენ და საბოლოოდ უფლება-მოვალეობების დეტალური განსაზღვრა ხდება.
შეცდომების მიუხედავად, იაფი დაზღვევის პროგრამა შესაძლებელია გადარჩეს
155 ათასზე მეტი დაზღვევის მოსურნე - ასეთია «იაფი დაზღვევის» სახელმწიფო პროგრამის პირველადი შედეგები. პირველადი იმიტომ, რომ ეს მონაცემთა ბაზა სოციალური სუბსიდიების სააგენტოში უნდა გადაიგზავნოს და მხოლოდ იქ მომხდარი გამოცხრილვის შემდეგ დადგინდეს იაფად დაზღვეულთა საბოლოო ოდენობა.
რუსულმა ფიჭურმა ოპერატორმა აფხაზური ოპერატორის
აქციათა საკონტროლო პაკეტი შეისყიდა
რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია «მეგაფონმა» თავის წლიურ ანგარიშში ოფიციალურად აღიარა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე უკანონოდ მოღვაწეობს. «მეგაფონმა» წელს მარტში 935 მილიონ რუბლად კომპანია «დებტონ ინვესტმენტი» შეიძინა, რომელიც, თავის მხრივ, აფხაზური მობილური ოპერატორი «აკვაფონის» და ოსური «ოსტელეკომის» აქციათა 51%-ს ფლობს.
რუსეთი საქართველოს სატრანზიტო არხებზე კონტროლს აძლიერებს
რუსულმა სახელმწიფო მონოპოლიამ - სააქციო საზოგადოება «რუსეთის რკინიგზამ» კომპანია «ბლექ სი ფერი ინვესტმენტის» აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ეს კომპანია რუსული პორტ კავკაზიდან ფოთის პორტამდე ტვირთების საბორნე გადაზიდვას ახორციელებს.
რუსულმა დიპლომატიამ ქართულ მთავრობას კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა
მედვედევის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გაააქტიუროს ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებისთვის ბრძოლა, ოღონდ ამჯერად უკვე არა ერთპიროვნულად, არამედ მნიშვნელოვნად «გაფართოებული ფორმატით».
ნობელიანტ რობერტ მანდელის ლექციის წინ აუდიტორია ელოდა, რომ მოისმენდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საფუძვლიან ანალიზს; ასევე ლარის გაუქმებისა და მისი დოლარით შეცვლის საჭიროების დასაბუთებასაც.