ფერადი რევოლუციების შემდეგ უკრაინამ დემოკრატია აირჩია, საქართველომ კი ავტორიტარული რეჟიმი.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004-2006 წლებში
უკრაინასა და საქართველოში მომხდარ პროცესებს შორის, ცხადია, რომ ბევრი საერთოა და, ამავე დროს, ძალიან დიდი განსხვავებებიც. მთავარი სხვაობა ისაა, რომ უკრაინამ უფრო სრულყოფილად მოახერხა დემოკრატიული პროცესების ბოლომდე მიყვანა. ამის დასტურია ის პერიპეტიები, რომელიც უკრაინის რადაში ხდებოდა.