27.02.2012

“ქართული ოცნება” 200 000 ლარით დაჯარიმდა

 

კონტროლის პალატამ პოლიტიკური მოძრაობა “ქართული ოცნება” 200 000 ლარით დააჯარიმა. პარტიასთან ერთად 200 – 200 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს “ქართუ-მშენებელი” და მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი.

 

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაჯარიმების მიზეზზე ისაუბრა. მისი თქმით, - ქართუ მშენებელთანგარიგების შედეგად ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი 3 დღეშიქართული ოცნებისანგარიშზე შეიტანა.”

კონტროლის პალატის მიერ შესწავლილი საქმის მიხედვით, ნუგზარ ხუციშვილს “ქართუ მშენებელში” რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში პრემია არასოდეს მიუღია, მისი თვიური ხელფასი 1000 ლარია. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დასკვნით მიღებული პრემია შეუსაბამოა მისი ხელფასის ოდენობასა და შესრულებულ სამუშაოსთან.

ნათია მოგელაძის განმარტებით, “სახეზეა იურიდიული პირის მიერ კანონით აკრძალული შემოწირულობის განსახორციელებლად სხვა პირის, კერძოდ, ნუგზარ ხუციშვილის გამოყენება, რაც კანონით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

მოგელაძის თქმით, “ქართული ოცნება” ვალდებული იყო შემოწირულობა სამი დღის ვადაში უკან დაებრუნებინა. მაგრამ ქართულმა ოცნებამარც საკუთარი ინიციატივით შეასრულა კანონი, არც საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვა გაითვალისიწინა და საერთოდ, უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნებისმიმართ გამოყენებულ იქნა სანქციები. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაცია კანონის შესაბამისად დაჯარიმდა უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით - 200.000 ლარით, მის ანგარიშზე არსებული უკანონო შემოწირულობა კი გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

  • ვახუშტი მენაბდე

    წითელი პარასკევი

    17 მაისს თავი ორჯერ ვიგრძენი უსუსურად, პირველად მაშინ, როდესაც ჩემს თვალწინ თავისუფლების მეტროსთან ქრისტიანობის სახელით შეკრებილმა რამდენიმე ათასმა კაცმა პოლიციის კორდონი გამოარღვია და ამაზრზენი...

  • ირაკლი კაკაბაძე

    სიყვარულის დოქტრინა სიძულვილის ეპოქაში

    17 მაისს ახალი ჩამოსული ვიყავი თბილისში, უამრავი ოჯახური საქმე მქონდა მოსათავებელი და დილას დანიშნულ აქციებზე წასვლა ვერ შევძელი.  კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ „იდენტობის“ და ქართული...

მეტი