29.03.2012
ციხეში სიკვდილის სტატისტიკა და მიზეზები
2011 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 140 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 5 ქალია, 135 კი - მამაკაცი, გარდაცვილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 22 წლის, ყველაზე ხანდაზმული კი 80 წლის იყო.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლის პატიმართა დიდ ნაწილს მძიმე და განუკურნებელი დაავადებების დიაგნოზი ჰქონდა დასმული „მიუხედავად ამისა, მათი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების საკითხი არ დასმულა"
სახალხო დამცველის აზრით, ცალკე გამოსაყოფია ის პირობები, სადაც პატიმრებს მკურნალობა უწევთ - გიორგი ტუღუში ასეთი პირობების არსებობას, არაჰუმანურ მოპყრობად აფასებს და პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას აკისრებს.
ქალაქის საავადმყოფოებში გარდაცვლილ პატიმართა დიდმა ნაწილმა სიცოცხლე (44%) ტუბერკულოზისა დაფიტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში დაასრულა, მეორე-მესამე ადგილებზე თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი და ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრია (12 - 12%) აღსანიშნავია, რომ 2011 წელს 1 პატიმარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გარდაიცვალა.
სახალხო დამცველი დეტალურად ჩამოთვლის პატიმართა სიკვდილის მიზეზებს. მისი მონაცემების მიხედვით პირველ ადგილზე სასუნთქი სისტემის დაავადებებია, მეორეზე - გულსისხლძარღვთა, მესამე ადგილს ინფექციური დაავადებები იკავებს, მეოთხეს -ტუბერკულოზი. მეხუთე ადგილზე შარდ-სასქესო, მეექვსეზე კი საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები,. მეშვიდე ადგილზეა სასიკვდილო მაჩვენებლის ის მონაცემი, როლმელას სახალხო დამცველი „ნაძალადევ სიკვდილს" უწოდებს, ეს რიცხვი გარდაცვლილ პატიმართა 6,57% - ს შეადგენს.
გიორგი ტუღუში ყურადღებას ამახვილება იმ ფაქტზე, რომ ზოგჯერ პატიმრის სიკვდილი, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანიდან რამდენიმე წუთშია დაფიქსირებული. სახალხო დამცველი ეჭვობს, რომ საავადმყოფოში ზოგჯერ გარდაცვლილი პატიმრები შეჰყავთ და „რატომღაც აფიქსირებენ, რომ სტაციონარში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა"
სახალხო დამცველის მონაცემების მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში 653 პატიმარი გარდაიცვალა. 2006 წელს - 89 2007-ში - 101, 2008-ში - 90 2009 წელს - 91, 2010 წელს - 142.
ირაკლი კაკაბაძე