30.03.2012

დაათბუნე სახლი

სტატიები  (photo: )

 

მართალია, მომავალ ზამთრამდე ჯერ შორია, მაგრამ თადარიგის დაჭერა ალბათ ახლავე სჯობს.გადახედეთ თქვენს მიერ გადახდილ კომუნალურ გადასახადებს და თავადვე მიხვდებით, რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი  თქვენს ენერგობიუჯეტს დიდ კვალს ამჩნევს, განსაკუთრებითზამთარში.

 

ტიპური ქართული ოჯახის წლიური ენერგობიუჯეტის მიხედვით, წელიწადში ბუნებრივი აირის მოხმარება 768 ლარი, ელეტროენერგიის მოხმარება კი 2315 ლარი ჯდება. ოჯახში იგულისხმება 4წევრი და ბინა შესასვლელით, 2 საძინებლით, 1 მისაღებითა და სამზარეულოთი. ყველაზე მეტად კიენერგიას ოჯახი გათბობაზე ხარჯავს.

ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანის,პროფესორ გია არაბიძის თქმით, იმისთვის, რომ თბილისმა კომფორტულად იცხოვროს,  სამჯერ მეტიენერგია უნდა დაიხარჯოს, ვიდრე ნებისმიერ ამ მასშტაბის ქალაქს სჭირდება. მთავარი მიზეზი კი ენერგოეფექტური ღონისძიებების ჩაუტარებლობაა:" ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად სამჯერ მეტი ენერგია იხარჯება. რასაკვირველია, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ თბილისის მოსახლეობის 60% კომფორტის გარეშე ცხოვრობს და მხოლოდ ერთ ოთახს ათბობს. შესაბამისად, ენერგიის ხარჯებიც არ არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს, თუმცა, ეს არ უნდა ხდებოდეს კომფორტის ხარჯზე",- აღნიშნავს გია არაბიძე.

საქართველოში არ არსებობს კანონი, სადაც ენერგოეფექტურობის კუთხით  სამშენებლო სტანდარტები გაიწერებოდა. არაბიძე ამბობს, რომ ამის გამო კომუნისტების დროს უკეთესი ბინები შენდებოდა ვიდრე დღეს. ეს სტანდარტები რომ ამოქმედდეს, მშენებლობის ფასი კვადრატულ მეტრზე 4-5 დოლარით მოიმატებს, თუმცა პერსპექტივაში მოსახლოებას ენერგობიუჯეტს შეამცირებს.

თუმცა სამშენებლო სტანდარტების გარდა, არის მარტივი და იაფი საშუალებები, რომელთა განხორციელებაც ადამიანებს თავადვე შეუძლიათ. არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა გამოყენებაც ყველა ოჯახს მისცემს მცირე დანახარჯებით ბიუჯეტის დაზოგვის საშუალებას და ამისთვის ძვირადღირებული რემონტის ან მოწყობილობების დამონტაჟება სულაც არაა აუცილებელი.

რა შეიძლება გააკეთოთ პირველად? შეცვლაეთ ნათურა და 100 ვატიანი 20 ვატიანით ჩაანაცვლეთ. ენერგოეფექტური ნათურები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ უკეთეს ეფექტს გაძლევთ, თუ თქვენი ოჯახი 200 ლიტრ ცხელ წყალს მოიხმარს დღე-ღამეში, მაშინ თქვენთვის მზის წყლის გამაცხელებელი კორექტორების დამონტაჟება უფრო მომგებიანი იქნება. მობილური ტელეფონის დამტენი ჩართული არასდროს დატოვოთ, იმიტომ რომ იგი მცირედ, მაგრამ მაინც ხარჯავს ენერგიას. საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელს, შეადარეთ სხვადასხვა მოდელები და შეიძინეთ ის, რომელსაც ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას ვერ წვდებით, ჩარჩოების ჰერმეტიზაციისა და ოთახების დათბუნებისთვის სპეციალური ქაღალდის ლენტები არსებობს. მათიფასი 3-5 ლარს არ აღემატება, საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს და შესაძლოა დანახარჯი გათბობაზე 40%-ით შეამციროს.

თუმცა საქართველოს მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად აქვს. ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი დეტალიც: ენერგიის დაზოგვა და გადასახადების შემცირებაზე ზრუნვა საქართველოში რატომღაც არამოდურია. არსებობს მენტალური პრობლემაც, რის გამოც იმის აფიშირება. რომ გადასახადებს ზოგავენ, ერიდებათ. ის რომ ენერგოეფექტურობა ტრენდი არაა, ეს ქართული მენტალობის ნაწილია, თუმცა  ევროპელი სპეციალისტები ამბობენ, რომ ენერგობიუჯეტის დაზოგვა სულაც არ ნიშნავს ცხოვრების პირობების გაუარესებას ან კომფორტზე უარის თქმას: პირიქით...სწორედ ესაა კომფორტი და მომსახურების იმავე დონის მიღწევა ნაკლები ფინანსური დანახარჯითა დაგარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებით.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

მეტი