07.04.2012

Google-ს პლანშეტი


ინტერნეტ-სივრცეში Google-ს მითიური პლანშეტის ფოტოები გავრცელდა. ონლაინ რესურმა Pocketnow-მ ახალი უცნობი გაჯეტის ვიზუალი გამოაქვეყნა, ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ მოწყობილობა სწორედ ის Google Nexus-ია, რომელზეც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრს საუბრობენ.

ფოტოზე დაყრდნობით სპეციალისტები ამბობენ, რომ გაჯეტს microUSB და micro HDMI პორტები ექნება, ეჭვობენ იმასაც, რომ შესაძლოა მისი დისპლეის ზომა არა 7, არამედ 10 დიუმი იყოს. ზოგიერთი მათგანი მოწყობილობას Toshiba-ს ახალ პლანშეტს ამსგავსებს, რომელიც გამოფენა CES-ზე იანვარში წარადგინეს.

გამოსახულების მიხედვით რთულია იმის თქმა, თუ ვინ იქნება ინტერნეტ-გიგანტის გაჯეტის მწარმოებელი, თუმცა სავარაუდო კომპანიებს შორის ყველაზე აქტიურად პლანშეტური Android-სეგმენტის წარმატებული მოთამაშეები-Asus და Samsung სახელდებიან. ვენდორები გაჯეტის აპარატულ უზრუნველყოფას განახორციელებენ, ინტერნეტ-გიგანტი კი პროგრამულ მხარეზე  იქნება პასუხისმგებელი.

Wall Street Journal-ის ჟურნალისტები Google-ს წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ინტერნეტ გიგანტის ხელმძღვანელობას განსაკუთრებით მოეწონა Asus-ის 250 დოლარიანი პლანშეტი Memo 370T, რომელიც კომპანიამ იანვარში გამართულ გამოფენა CES-ზე წარადგინა. სწორედ აქედან გაჩნდა ტაივანური კომპანიისთვის Nexus-ის ბრენდით პლანშეტების დაკვეთის იდეაც.

ინტერნეტ-გიგანტი ახალი გაჯეტის რამდენიმე მოდელის რეალიზაციას გეგმავს. Wall Street Journal-ის წყაროს მტკიცებით, Google მოწყობილობას ადრე ნავარაუდევზე ნაკლებად გაყიდის და მისი ფასი199-249 დოლარის ნაცვლად 149-199 დოლარი იქნება. ამდენად, ინტერნეტ-გიგანტის პლანშეტი კონკურენციას არა Apple-ს iPad-ს, არამედ Amazon-ის Kindle Fire-ს გაუწევს, თუმცა იგივე წყარო იტყობინება, რომ ფასის შემცირების გამო, Google-მა ოთხბირთვიან პროცესორ Tegra 3-ზე უარი თქვა. თუ ეს მითქმა-მოთქმა გამართლდა, მაშინ ინტერნეტ-გიგანტის გაჯეტი ყველაზე ხელმისაწვდომი Android-პლანშეტი იქნება. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Google გაჯეტს საკუთარი ბრენდით, საკუთარ ონლაინ-მაღაზიაში გაყიდის, ისევე, როგორც ამას Apple და Amazon აკეთებენ.

ინფორმაცია ინტერნეტ გიგანტის მიერ ბაზრის სრულიად ახალი სეგმენტზე შესვლის შესახებ გასული წლის დეკემბერში თავად კომპანიის ხელმძღვანელმა ერიკ შმიდტმა გაახმოვანა. როგორც მან განაცხადა, მომდევნო 6 თვის განმავლობაში Google უმაღლესი ხარისხის პლანშეტს გამოუშვებდა, რომელიც Google Nexus-ის ბრენდით გაიყიდებოდა.

გაჯეტის გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერ არ სახელდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი, შესაძლოა, გამოფენა CTIA Wireless-ზე წარადგინონ, რომელიც მიმდინარე წლის 8-10 მაისს ახალ ორლეანში გაიმართება.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    სირცხვილის გარეშე

    იმპერიალიზმთან ბრძოლის ყველაზე უტყუარი გზა არაძალადობაზე და არა-იმპერიალიზმზე გადის.  ამის მაგალითი ძალიან ბევრი ბოლოდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.  განდის მიერ წარმოებულმა „სატიაგრაჰამ“ დაანგრია...

  • გიორგი რუხაძე

    SOS! ევრაზიული „საბჭოთა კავშირი'“

    საქართველოში ხელისუფლების გარდა თითქოს არაფერი შეცვლილა და რატომ ჩნდება იმის საშიშროება, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაშორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვდეს? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ღიად...

  • ზვიად დევდარიანი

    გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის

    ხალხი, რომელიც ბრძოლისგან იღლება, გადაშენებისთვისაა განწირული. მერძოლი ხალხის მიერ არჩეული ბრძენი ხალხით მართული სახელმწიფო - შემდგარი სახელმწიფოა. ხშირად მიფიქრია, რამ გამოგვატარა ეს...

მეტი