17.04.2012

თბილისის და მოსკოვის "უპილოტო გეგმები"

სტატიები  (photo: )

 

რადიო თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"

 

„ნეზავისიმაია გაზეტა" საქართველოს პრეზიდენტის საწარმო "დელტაში" სტუმრობას  სტატიას შემდეგი სათაურით უძღვნის: "სააკაშილის უპილოტო გეგმები, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მომავალს ინოვაციებსა და რუსული ენის გარეშე ხედავს".

სტატიის ავტორი იური როკსი  სანამ სააკაშვილის  ვრცელი სიტყვის ანალიზს შეუდგება, აღნიშნავს: "საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს  სათქმელი ყოველთვის ექნება  -  ჩრდილოეთით ხომ მუდმივი საბაბი ჰყავს". სტატიაში უხვად არის მოყვანილი საქართველოს პრეზიდენტის ციტატები იმის თოაბაზე, რომ "რუსეთი საქართველოს შეიარაღებაშიც ბაძავს", რომ მომავალი წლიდან "საქართველოს საუკეთესო უპილოტო საფრენი აპარატები ექნება, იმაზე უკეთესი, ვიდრე ძველი რუსული მოიერიშეები".

ჟურნალისტი იური როკსი ამ ყველაფრის მოყოლის შემდეგ წერს: "თუკი სააკაშვილის გამოსვლას გაანალიზებ ძალაუნებურად მიდიხარ დასკვნამდე, რომ საქართველო თავის უმეტეს მიღწევებში რუსეთს უნდა უმადლოდეს - მისგან მომდინარე მუდმივი საფრთხე პატარა სახელმწიფოს აიძულებს მუდმივად მობილიზებული იყოს, აითვისოს მოწინავე ტექნოლოგიები,  შექმნას ახალი. თუმცა გასაგებია, რომ თავისებური სტიმულერებისთვის მოსკოვის მისამართით სამადლობელო სიტყვები არ თქმულა.

იური როსკი სხვა სტატიაში უკვე იმით ინტრესდება, თუ რატომ სტუმრობდა "ამერიკელი მზვერავი  სააკაშვილის მტერს". "თბილისში ფრენკ ვიზნერი იმყოფებოდა, აშშ-ს ყოფილი ელჩი ეგვიპტეში, შემდეგ კი გაეროში, რომელმაც მუბარაქს წასვლა ურჩია. ყოფილი ელჩის ბიძინა ივანივიშვილთან სტუმრობა ქართულმა ოპოზიციამ კეთილ ნიშნად მიიჩნია. იგი ხომ  შარშან ობამამ ეგვიპტეში ძალაუფლების გადაცემის თაოაბაზე ჰოსნი მუბარაქთან მოსალაპარაკებლად წარგზავნა. სააკაშვილის მოწინააღმდეგენი მიიჩნევენ, რომ ვიზნერის თბილისში ჩასვლა, შეასაძლოა, ასევე მოასწავებდეს ვაშინგტონის სურვილს  საქართველოს სათავეში რეალური ცვლილებები იხილოს და არა შენიღბული გადაადგილებები, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი კვლავ პირველ პირად დარჩება".

თუმცა, სტატიის ავტორი იქვე დასძენს: "ვერსიების ბრმად ნდობა არ ღირს, მით უმეტეს, ოპოზიციის. იგივე წარმატებით შეიძლება ივარაუდო, რომ 75 წლის ვიზნერს ივანიშვილისთვის შეეძლო სიტყვა გადაეკრა, რომ ვაშინგტონი მის კანდიდატურას, როგორც საქართველოს მომავალი ლიდერის, არ განიხილავს",- წერს იური როკსი.

გაზეთი "კომერსანტი" კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რატომ "უწევს ექსპლუატაციას საგარეო საფრთხეებს მიხეილ სააკაშვილი". ჟურნალ "როსია ვ გლობალნოი პოლიტიკე" მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი ამბობს: "2013 წელს სააკაშვილისთვის  მეორე და კონსტიტუციით ნებადართული საპრეზიდენტო ვადა სრულდება. იგი პოლტიკიდან წასვლას  არ აპირებს და  როგორც ჩანს, გეგმავს ცნობილ მანევრს მიმართოს - პრემიერის სავარძელში გადაჯდეს. ასეთ პირობებში ძალიან მომგებიანია არსებული საფრხეების წინ წამოწევა და გარდამავალ პერიოდში სტაბილურობის შესანარჩუნებლად მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება". ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს წაუგებელი სვლაა, რადგან "საქართველო ხომ გარკვეულ წილად მართლაც რეალური, მუდმივი საფრთხის რეჟიმში ცხოვრობს, რადგან რუსთთან ურთიერთობა კვლავაც არ არის მოგვარებული",- წერს "კომერსანტი". [pagebreak]

ამევე გამოცემის კიდევ ერთი მიმომხილველი კონსტანტინ ეგარტის აზრით, პუტინის პრეზიდენტობისას ომი საქართველოსთან მოსალოდნელი არ არის.  ასეთ დასკვნამდე იგი ვლადიმერ პუტინის  პრემიერის რანგში დუმაში უკანაკნელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ მივიდა: "საგარეო პოლიტიკა "პუტინი 3.0" იქნება ძალიან ფრთხილი.  არავითარი ომები საქართველოსთან და გაზის ულტიმატუმები მეზობლებთან. პირიქით, ტრადიციული საომარი რიტორიკის ფონზე, კრემლი ავღანეთის საკითხთან დაკაშვირებით ნატოსთან თანამშრომლობას გააგრძლებს, მტკივნეულ თემას - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას კი აშშ-თან, საბოლოო არაქათგამოცლამდე განიხილავს და განიხილავს. მას(პუტინს) უნდა მინიმუმ - მშვიდად მიაღწიოს სოჭის ოლიმპიადამდე, მაქსიმუმ - მეოთხე ვადამდე, 2024 წლამდე",- პროგნოზირებს კონსტანტინ ეგარტი საავტორო სვეტში: "კრემლს გარდა ფულადი დოტაციებისა რეალური ბერკეტები აღარ დარჩა".

რუსული გამოცემა "იზვესტია" კი უკვე დადასტურებლად წერს იმის თაობაზე, რომ რუსეთი საკუთარ ტერიტორიას ნატოს ავღანეთში ტვირთების გადაზიდვისთვის კვლავ დაუთმობს. რატომ? - "რუსეთის გავლით ნატოს ტვირთების ტრანზიტის შეწყვეტა საქართველოს წაადგება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში დახურული თათბირზე, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ"- წერს "იზვესტია".  საზოგადოებრივი პალატის წევრი მაქსიმ გრიგორიევი ამბობს: "ის ვინც რუსეთის ტერიტორიის გავლით უცხოური ტვირთის გადაზიდვის წინააღმდეგ გამოდის, მიხეილ სააკაშვილისა და ქართული ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს!". თათბირის მოწვევის მიზეზი კი გაცრცელებული ჭორი გამხდარა, რომლის თანახმადაც თურმე რუსეთის მთავრობა ულიანოვსკში ნატოს ბაზის განთავსებას გეგმავს.  საზოგადოებრივი პალატის წევრის თქმით,  ამ ტრანზიტის საერთო ღირებულება  1,5-3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საქმე  კონკურენციას ეხება და "საკითხი ასე დგას - მოგებას ამ ტრანზიტისგან რუსეთი მიიღებს თუ საქართველო?",-ამბობს მაქსიმ გრიგორიევი "იზვესტიასთან".

"ვედომოსტის" ცნობით, კი კრემლი თბილისს კიდევ ერთ რამეში "შეეჯიბრება". ბევრი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ პუტინი პრეზიდენტის რანგში ახლად არჩეულ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებს. რუსლმა პრესამ თიბილოვს უკვე უწოდა "პრეზიდენტი კგბ-დან", რომელსაც, როგორც "ვედომოსტი" წერს, მოსკოვი  არატრივიალურ ამოცანას დაუსახავს: "თიბილოვმა ცხინვალი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის არასაომარი მიღწევების ვიტრინად უნდა აქციოს როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს საქართველოში, სადაც ახლა ყველა ჩადის რეფორმებში გამოცდილების გადასაღებად",- ამბობს საინფრომაციო ანალიტიკური ცენტრის გენდირექტორი ალექსეი ვლასოვი.

"კომერსანტ ვლასტი" კი იმაზე წერს,  რომ 2008 წლის აგვისტოში კრემლში მხოლოდ ერთეულ ჩინოვნიკებს აფიქრებდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, დანარჩენ საქართველოს დაკარგავდა. "კომერსანტ ვლასტს" რუსი დიპლომატის სიტყვები მოჰყავს, რომლის ვინაოაბასაც არ ასახლებს, თუმცა აღნიშნავს,რომ დღემდე იგი კრემლში გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობს: " წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში რომელიმე მედვედეშვილი ან პუტინოშვილი  მოვლენ. იგი გასცემს ბრძანებას დააპატიმრონ და გაასამართლონ სამხედრო დამანაშავეები, რომლებმაც ძინარე ცხინვალზე თავდასხმის ბრძანება გასცეს. დააბრუნებს საქართველოს დსთ-ში, ხელს მოაწერს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმებას (ОДКБ). შემდეგ ჩამოფრინდება მოსკოვში და მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს - დაგვიბრუნეთ გეთაყვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - და რას ვიტყვით მაშინ? არ იცით, არც მე ვიცი? "-ასრულებს ფანტაზიორობას რუსი დიპლომატი "კომერსანტ ვლასტთან".  გამოცემის ანალიტიკოსი  ვლადიმერ სოლოვიოვი დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო  მედვედევი თუ არ აღმოჩნდა დასავლეთისგან შერაცხული და როგორც  ირანის მეთაური აჰმედინეჟადი, "ხელჩამოურთმეველი ლიდერი"-  იმის დამსახურებაა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე მაშინ რუსეთთან მეგობრული საფრანგეთი და მისი "ცინიკური" პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყო. გაცილებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა რუსეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი ან შვედეთი რომ ყოფილიყო. თანაც "ბედად" ამ ყველაფერს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაერთო და ევროპაში პოლიტიკურ განწყობებზე პრაგმატულმა აზრებმა იმარჯვეს",-წერს "კომერსანტ ვლასტი" სტატიაში "მეგობრები და მშვიდობა".

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი