23.04.2012

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტი კანდიდატი ლიდერობს

სტატიები  (photo: )

 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. გუშინ ჩატარებული არჩევების მონაცემებით, სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდი 1.5 % უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, მას ხმების 28.6 %, ხოლო სარკოზის  27.1 % აქვს. როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ იმაჯვებს. მესამე ადგილზე "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენია ხმების 18 პროცენტით.

 

"ვფიქრობ, ხალხი უკმაყოფილოა გასული 5 წლით, ხალხს სურს ცვლილება, განსაკუთრებით სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით," - ამბობს პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი, რომელიც  მაღალი შემოსავლის მქონეების 75 პროცენტამდე დაბეგვრის მომხრეა.

"ეს არჩევნები ევროპის მომავალზე იმოქმედებს, ამიტომაცაა, რომ ამდენი ადამიანი გვადევნებს თვალყურს, მათ გამარჯვებულის სახელზე მეტად მის უკან მდგარი პოლიტიკა აინტერესებთ," - ამბობდა ხმის მიცემის შემდეგ ოლანდი.

მსოფლიო გამოცემები გაკვირვებულები არიან რადიკალი მემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის 18 პროცენტით. ანალიტიკოსების აზრით, სარკოზის მეორე ტურში სწორედ რადიკალი მემარჯვენე ამორჩევლის მხარდაჭერა სჭირდება, რომელთა ხმა ლე პენს მისცეს.

მემარცხენე კანდიდატი ჟან ლუი მელანშონი 12 პროცენტით მეოთხე ადგილზეა. მან საკუთარ მომხრეებს ოლანდეს მხადაჭერისკენ მოუწოდა.

"ნამდვილი კამპანია ახლა იწყება" - გუშინვე ამბობდნენ ძირითადი კანდიდატები - ოლანდი და სარკოზი. არჩევნების მეორე ტური 6 მაისსაა დანიშნული.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი