26.04.2012

ნიკა რურუა - რუსეთს უნდა თურქეთს წაგვკიდოს

სტატიები  (photo: )

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ სამთავრობო საათის ფარგლებში საპარლამენტო გამოსვლა ოშკის ტაძარს მიუძღვნა. მან საუბარი ოშკის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობაზე საუბრითა და ტაძრის აღწერით დაიწყო.

 

,,მონასტრის მთავარი ტაძარი გახლავთ იოანე ნათლისმცემლის სახელობის. სამშენებლო წარწერების მიხედვით დგინდება დამკვეთებისა და აღმშენებლების სახელებიც. ორივე წარწერა სამხრეთ კედელზეა დაცული და ისინი გვამცნობენ, რომ ისინი აგებულია ადარნასე მესამის ძეთა, ბაგრატ ერისთავთ ერისთავისა და დავით კურაპალატის მიერ." - განაცხადა რურუამ. მისი თქმით, მასშტაბითა და ზომით ოშკი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი იყო საქართველოში.

პარლამენტარების მიერ წინასწარ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ აცნობს სამინისტრო საპატრიარქოს, პარლამეტსა და საზოგადოებას მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას, რურუამ უპასუხა, რომ ამჟამად ჯერ მოლაპარაკებების პროცესია და როდესაც პროექტი დასრულებულდება, სამინისტრო მაშინვე გააცნობს მას საზოგადოებას. ,,ჯერჯერობით საუბარი დეტალებზეა და არის საქმიანი ურთიერთობა საქართველოსა და თურქეთის კულტურის საინისტროებს შორის."- თქვა მან.

რაც შეეხება საპატრიარქოს,  რურუა ამბობს, რომ თურქეთში წასვლამდე თავად შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს და მოლაპარაკებებზე ესაუბრა. ინფორმაცია მიაწოდა ასევე დაბრუნების შემდეგაც.  ნიკოლოზ რურუა ამ განცხადების გამო პარლამენტარმა ლევან ვეფხვაძემ ,,საკმაოდ უხერხული მდგომარეობის შექმნაში" დაადანაშაულა და გაიხსენა საპატრიარქოს განცხადება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს.

,,მხოლოდ თქვენ და თქვენი სამინისტრო ნუ აიღებთ თავზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის შემუშავებას და საზოგადოებისთვის გაცნობას... საფრთხილო საკითხია და გესმით ალბათ" - ურჩია ჯონდი ბარათურიამ მინისტრს.

ოპოზიცია შეეხო აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასაც. ჯონდი ბაღათურიამ გამოთქვა აზრი, რომ არცერთი თავმოყვარე ერი თავის ტერიტორიაზე დამპყრობლის სახელობის სალოცავს არ ააშენებს.

ბაღათურიას განცხადების საპასუხოდ ნიკოლოზ რურუამ სულთან აზიზიეს ევროპულ ორიენტაციასა და ნახევრად ქართულ წარმოშობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აზიზიე სულაც არ იყო საქართველოს დამწიოკებელი, ხოლო დედა მეგრელი ყავდა. ,,მან იცოდა ფრანგული, გერმანული ენები იყო იმპერიული აზროვნების ერთ-ერთი რეფორმატორი". ხოლო, რამდენაადაც ოტომანების იმპერია დღეისთვის აღარ არსებობს, რურუას აზრით, ოკუპაციაზე საუბარიც ზედმეტია. მინისტრის თქმით, ასეთი თემებით მანიპულირება რუსეთის იმპერიული ზრახვების ნაწილია.

,,ამ თემაზე სპეკულირება იქნება ის, რაც ძალიან ძალიან სურს რუსეთს და პირდაპირ, მისი მიზანია, საქართველოში ნებისმიერი ტიპის განხეთქილება შექმნას. მით უმეტეს, რელიგიურ ნიადაგზე, და რა თქმა უნდა, მას სურს, წაგვკიდოს ნატო-ელ მეზობელთან - თურქეთი ნატოს დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა, ასევე გაგვიფუჭოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან" - განაცხადა მინისტრმა.

 


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

მეტი