01.05.2012

ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი პროკურორის მოუმზადებლობის გამო გადაიდო

 

"ელიტ-ელექტრონიკსის" ყოფილი დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძისა და მისი ოჯახის წევრების სასამართლო პროცესი პროკურორ ლაშა ხარშილაძის შუამდგომლობით გადაიდო. ბრალმდებლის თქმით, ის საქმეში დღეს ჩაერთო და მომზადება ვერ მოასწრო.

 

სასამართლომ "მტკიცებულებათა გამოკვლევის" ეტაპი უკვე დაასრულა. დღეს პროკურორს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა.

საქმეს მოსამართლე ბადღი კოჭლამაზაშვილი იხილავს, მან პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ანზორ ქოქოლაძესა და მისი ოჯახის წევრებს ადვოკატები - ლილი გელაშვილი, ლელა ნადიბაიძე, მირდატ ქამადაძე და კახა ყავლაშვილი - იცავენ. მათი თქმით, პროკურორის მოუმზადებლობის გამო ქოქოლაძის პროცესის გადადება პირველი შემთხვევა არ არის.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული რამდენჯერმე შეიცვალა, ლაშა ხარშილაზე უკვე მესამე პროკურორია, რომელიც საქმეში ჩაერთო.

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე 2010 წელს დააპატიმრეს, მას ბრალად "სხვადასხვა უკანონო გარიგებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისთვის თავის არიდება" ედებოდა, 2011 წლის 21 აპრილს კი 7 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობაში მყოფ ქოქოლაძეს ახალი ბრალდება დეკემბერში წარუდგინეს. სახელმწიფო ბიზნესმენს "თაღლითობასა და უკანონო ფულის ლეგალიზაციას" ედავება.

მორიგი სასამართლო პროცესი 11 მაისს გაიმართება.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

მეტი