03.05.2012
სახალხო დამცველი ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი გარდაცვლილი პატიმრის ოჯახში უკვე იმყოფებოდა, ის გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეხვდა და გაესაუბრა.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ამ კონკრეტულ დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმარს აღენიშნება სხვადასხვა ხასიათის დაზიანებები. მიუხედავად გავრცელებული ფოტომასალისა შეუძლებელია კონკრეტული დასკვნის გაკეთება და დაზიანებების ზუსტ წარმომავლობაზე საუბარი. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი პატიმრის ოჯახი აპირებს ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მოწვევას. მხოლოდ ექსპერტის თუნდაც წინასწარი დასკვნის და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სრული დასკვნისა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ იქნება შესაძლებელი დაზიანებების წარმომავლობაზე კონკრეტული საუბარი. სახალხო დამცველი ამ ფაქტს დეტალურად შეისწავლის და გამოაქვეყნებს შესწავლის შედეგებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს ყურადღება მიაქციონ ამ საქმეში არსებულ თითოეულ დეტალს და ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გადადგან დროული და ადეკვატური ნაბიჯები". - ნათქვამია განცხადებაში, რომლსაც ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გარდაცვლილის მეუღლემ, ქეთინო ბერიძემ tspress - ის ჟურნალისტს განუცხადა, მისი ქმარი სასტიკადაა ნაწამები.
“წიხლებითაა ნაცემი. ჩემი ქმარი ვერ ვიცანი, ისე იყო დასიებული. როცა გვამიგადმომცეს. ვამბობდი, რომ ეს ჩემი მეუღლე არაა–მეთქი. სანამ არ დამიდასტურეს, რომ ესჩემი მეუღლეა, არ მჯეროდა, ისე დავიბენი. საპატიმროს წარმომადგენლებმა მითხრეს,რომ გულით გარდაიცვალა, მაგრამ ეს გამორიცხულია რადგანაც აბსოლუტურადჯანმრთელი ადამიანი იყო,”
გარდაცვლილის ფოტოებზე ჩანს, რომ მას სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება, გადატყავებული აქვს ზურგი და იდაყვები, სისხლჩაქცევები კი მთელ სხეულზე ეტყობა.
ზურაბ დელიანიძის მეუღლე ფიქრობს, რომ მისი ქმარი უფრო ადრე გარდაიცვალა, მაგრამ ციხის ადმინისტრაციამ ეს ფაქტი დაუმალა,
“გვამი საშინელ დღეშია, შეიძლება ითქვას,რომ გახრწნა დაწყებულია. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ ერთი კვირის გარდაცვლილი მაინციქნება” - ამბობს ქეთინო ბერიძე.
tspress -ის ინფორმაციით ზურაბ დელიანიძე სასჯელს მარიხუანას შენახვისთვის იხდიდა და 6 წელი ჰქონდა მისჯილი.
მაკო ჯანჯიბუხაშვილი