04.05.2012

“მინისტრი ქალაქში არ იმყოფება!”

სტატიები  (photo: )

დღეს ზურაბ დელიანიძის საქმესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. “სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის” წარმომადგენლები, უფლებადამცველები, იურისტები, ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები, სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

 

თავდაპირველად სამინისტროსთან განლაგებულმა დაცვამ აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, თუმცა აქტივისტების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი სამინისტროს მისაღებში შეუშვეს.

სიტუაცია ოდნავ დაიძაბა, როდესაც დაცვის თანამშრომლები ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტს გადაეღობნენ და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, მიზეზად კი იმას ასახელბდნენ, რომ “მისაღებში ისედაც ბევრი ხალხი შეიკრიბა”. მცირედი შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც დაცვას ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტს შესვლის ნება დართო. თუმცა, მის მაგივრად შენობიდან აქციის სხვა მონაწილე გავიდა.

პრესსამსახურის ხელმძღვანელ თეა სუხიშვილთან დარეკვის შემდეგ, გაირკვა, რომ “მინისტრი შენობაში არ იმყოფება” ხელმეორე დარეკვისას კი გვიპასუხა, რომ “მინისტრი ქალაქშიც არ არის”.

დადასტურებული ინფორმაციით, ხათუნა კალმახელიძე დაახლოებით ოთხი საათისთვის შენობაში იმყოფებოდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსაც შეხვდა.

პრესამსახურის უფროსი ითხოვდა, რომ აქციის მონაწილეებს კალმახელიძესთან შეხვედრის სურვილი წერილობით დაეფიქსირებინათ, მან ეს ტელეფონით მას შემდეგ განგვიცხადა, რაც კალმახელიძესთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია ერთი საათის დაწყებული იყო.

სამინისტროს შენობაში მყოფმა ჟურნალისტებმა და ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენლებმა წერილობითი განცხადება რამდენიმე წუთში მოამზადეს და ხელმოწერებიც დაურთეს, საშვთა ბიუროს თანამშრომლების თქმით, განცხადების პასუხი მცირე ხანში დაბრუნდებოდა, თუმცა სამუშაო დღე ისე დასრულდა, რომ პასუხი შეკითხვაზე, - შეხვდებოდა თუ არა მინისტრი აქციის მონაწილეებს - არავის გაუცია. თუმცა საშვთა ბიუროს თანამრომლების თქმით, განაცხადაზე პასუხი მითითებულ მისამართებზე ჩაბარდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ფოფხაძე, ამგვარ მოპყრობას ცინიკურს უწოდებს, “ეს გამოხატავს მათ ირონიულ დამოკიდებულებას ჩვენდამი, რადგან გვალოდინეს ამდენი ხანი, როცა შეეძლოთ  პასუხი დაუყოვნებლივ გაეცათ.”

აქციაზე იურისტი თამარ გურჩიანიც იმყოფებოდა, მას მინისტრთან შეკითხვები არ აქვს. “ვითხოვ იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებმაც ეს ჩაიდინა” - ამბობს იურისტი.

ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტის გასაპროტესტებლად აქციები გრძელდება, მომდევნო აქცია ხვალ, 2 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.

ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ დელიანიზე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და ციხის სამკურნალო დაწესებულებასი მას სათანადოდ უვლიდნენ.

ზურაბ დელიანიძის ცხედარი მის მეუღლეს, ქეთინო ბერიძეს, სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა 1 მაისს გადასცეს, ბერიძე ფიქრობს, რომ მისი ქმარი გაცილებით ადრე გარდაიცვალა და სამინისტრომ ოჯახს ეს ფაქტი დაუმალა.

“ჩემი ქმარი ვერ ვიცანი, ისე იყო დასიებული. როცა გვამი გადმომცეს. ვამბობდი, რომ ეს ჩემი მეუღლე არაა-მეთქი. სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეს ჩემი მეუღლეა, არ მჯეროდა, ისე დავიბენი. საპატიმროს წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ გულით გარდაიცვალა, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგანაც აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო,” - ამბობს tspress - თან საუბარში გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე ქეთინო ბერიძე.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

მეტი