07.05.2012

Amnesty International - "საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებზე პროტესტის გამოხატვისას ცივ წყალს ასხამს"

სტატიები  (photo: )

 

საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციის აქტივისტებს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის საშუალება უნდა მისცეს - ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

ორგანიზაციის მიერ 4 მაისს გავრცელებული განცხადება ქუთაისში ოპოზიიცის მომხრეების აქციის დაშლას ეხება.

"2 მაისის ღამეს ოპოზიციის "ქართული ოცნების" ოფისის წინ დაახლოებით 50 აქტივისტი შეკრიბა, რათა მსვლელობით ქუთაისის ცენტრში, მეფე დავითის ძეგლთან მისულიყვნენ. ისინი ქუთაისის დღესთან დაკავშირებით მეფე დავითის ძეგლთან სანთლების ანთებას გეგმავდნენ. როგორც კი აქტივისტების ძეგლთან მივიდნენ, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რადგანაც მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას აპირებდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს პირობას მისცეს, რომ ღონისძიებას ერთ საათში დაასრულებდნენ. როგორც თვითმხლილველები ამბობენ,  დაახლოებით ნახევარ საათში დასუფთავების მანქანა გამოჩნდა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ანთებულ სანთლებსა და აქტივისტებს წყლის შესხმა დაუწყო." - აღწერს სიტუაციას Amnesty International.

ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს მშვიდობიანი აქციისთვის ხელის შეშლის გამო და ხაზს უსვამს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას დაარღვია რა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება.

"ორგანიზაციას ესმის, რომ ქალაქის მმართველობას ქალქში წესრიგის შენარჩუნების მოვალეობა აქვს, მაგრამ ამის გამო ისეთი ფუნდამეტური უფლება, როგორიც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაა არ უნდა შეილახოს.  აქტივისტები დროებით ხელს უშლიდნენ დასუფთავების სამსახურს, მაგრამ მსგავსი ხელის შეშლა არ შეიძლება ჩაითვალოს გამოხატვისა და შეკრების უფლების დარღვევის გამართლებად." - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი