07.05.2012

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა

 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. ფრანსუა ოლანდმა არჩევნები მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლაზ სარკოზის მეორე ტურშიც მოუგო, თუმცა მხოლოდ 3,2%-იანი სხვაობით.

 

პირველ ტურში ოლანდმა ხმების 28,6% მიიღო, სარკოზიმ კი 27,1%. მეორე ტურში კი სოციალისტების კანდიდატმა 51.6%-ით მოიპოვა უპირატესობა მოქმედი პრეზიდენტზე, რომელმაც ხმების 48.4% მიიღო.

ოლანდის გამარჯვების აღსანიშნავად მისმა მომხრეებმა ბასტილიის მოედანს მიაშურეს, რომელიც მემარცხენეების თავშეყრის ტრადიციულ ადგილად ითვლება. მოგვიანებით მათ ოლანდიც შეუერთდა.

ოლადის მხარდამჭერებს შორის დიდ ნაწილს მემარცხენედ განწყობილი ახალგაზრდები წარმოადგენენ. "თქვენ ხართ მოძრაობა, რომელიც მთელ ევროპაში იზრდება" - მიმართა ოლანდმა მხარდამჭერებს.

ექსერტები ოლანდის გამარჯვების მიზეზად სარკოზის არაპოპულარობასაც თვლიან, თუმცა მთავარ ფაქტორად მაინდ იმას მიიჩნევენ, რომ ოლანდმა ფრანგებს მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის ალტერნატივა შესთავაზა.

"მკაცრი პოლიტიკა" და "საბიუჯეტო დისციპლინა" ნიკოლას სარკოზისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ ევროზონის კრიზისის დასაძლევად შემუშავებული სტრატეგიის მთავარი პრინციპებია.

სწორედ საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება იყო სარკოზის მთავარი დაპირება, რომლითაც ის 2007 წელს გახდა პრეზიდენტი. მისი მთავრობა ფინანსური სტაბილურიბის შენარჩუნებას საბიუჯეტო ხარჯების, მათ შორის სოციალური ბენეფიტების შემცირებით ცდილობდა. თუმცა, ასეთ პოლიტიკას მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა.

საფრანგეთში ამჟამად უმუშევრობა 10%-ზე მეტია და ფინანსური კრიზისის შედეგები მოსახლეობის ყოველდღიურობაზე მძიმედ მოქმედებს, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს საფრანგეთის საგარეო ვალები და მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა.

ფრანსუა ოლანდმა მოსახლეობას ეკონომიისა და მკაცრი პოლიტიკის სანაცვლოდ ეკონომიკური ზრდა შესთავაზა. "არ შეიძლება მკაცრი პოლიტიკა ერთადერთ ვარიანტად დარჩეს" - განაცხადა მან.

ოპონენტები სკეპტიკურად უყურებენ ოლანდის შესაძლებლობებს, რამდენადაც საფრანგეთის ფინანსური ვალდებულებები იგივე რჩება და ახალ მთავრობასაც მოუწევს მასთან გამკლავება.

ოლანდი მოსახლეობას პირდება მინიმალური ანაზღაურების ზღვარის აწევას, 60 000 ახალი მასწავლებელს, საპენსიო ასაკის 62-დან 60-წლამდე დაწევას, ასევე გადასახადების გაზრდას მსხვილი კორპორაციებისთვისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წელიწადში მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებენ.

 

მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკის გამტარებელი სარკოზი 1981-წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორე ვადით არ არუჩევიათ. ფრანსუა ოლანდი კი პირველი სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანის შემდეგ.

 

"ბევრი ადამიანი წლობით ელოდა ამ მომენტს... მე ამაყი ვარ, რომ შევძელი იმედის ხელახლა მოტანა..."- განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ვახუშტი მენაბდე

    წითელი პარასკევი

    17 მაისს თავი ორჯერ ვიგრძენი უსუსურად, პირველად მაშინ, როდესაც ჩემს თვალწინ თავისუფლების მეტროსთან ქრისტიანობის სახელით შეკრებილმა რამდენიმე ათასმა კაცმა პოლიციის კორდონი გამოარღვია და ამაზრზენი...

  • ირაკლი კაკაბაძე

    სიყვარულის დოქტრინა სიძულვილის ეპოქაში

    17 მაისს ახალი ჩამოსული ვიყავი თბილისში, უამრავი ოჯახური საქმე მქონდა მოსათავებელი და დილას დანიშნულ აქციებზე წასვლა ვერ შევძელი.  კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ „იდენტობის“ და ქართული...

  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ერო, სახარება!

    როდესაც გავიგე ეკლესიის გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას, მაშინვე ასეთი კითხვა ამომიტივტივდა - როგორ, ეკლესია ხელს იღებს თავის შვილებზე?! თუ მისი შვილები მხოლოდ...

მეტი