11.05.2012

რეაბილიტაციის პროცესი ფასადებს მიღმა

 

საია-მ არასამეწარმეო იურიდიული პირების,  თბილისის მერიის მიერ დაარსებული ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ,,თბილისის განვითარების ფონდის", ასევე , ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ,,ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდის" და ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული ,,ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" საქმიანობა შეისწავლა.

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დამფუძნებლების მიერ ფონდებისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები, ფაქტობრივად, იდენტურია.  შემდგომში ფონდები არ გრძნობდნენ ანგარიშვალდებულებას დამფუძნებლების წინაშე და არ წარუდგენდნენ მათ საქმიანობის ანგარიშს. ამას გარდა,  ისინი საკუთარი შეხედულოებისამებრ, უპრობლემოდ ასხვისებდნენ თვითმმართველი ერთეულების მიერ საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას.

,,კითხვებს ტოვებს ასევე ქ. თბილისის მთავრობის ქმედება"- ვკითხულობთ ანგარიშში. ,,თბილისის მთავრობა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძვლად იყენებდა იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად ძალაში შესული. სწორედ ამ ფორმით გადაეცა საკუთრებაში  თბილისის განვითარების ფონდს უძრავი ქონების  ნაწილი, მათ შორის, რიყის ტერიტორია, ასევე, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის, ლესელიძისა და ლომოურის ქუჩებზე არსებული უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი"

კვლევის ჩატარებისას ინფორმაციის მოპოვება თავად მკვლევარებსაც გაუჭირდათ, რაც სახელმწიფო დონაციებზე შექმნილი ფონდების გაუმჭვირვალობას და მათ მუშაობაში საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის იგნორირებას მოწმობს.

ეს ეხება არამხოლოდ ფინანსების განაწილებას, არამედ ნორმატიულ აქტებსაც კი. ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არ გასცემდა საჯარო ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულებების თაობაზე."- ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე შეუძლებელია თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2005-11 წლებში ფონდებისთჳის გადარიცხული თანხის ზუსტი რაოდენობის დადგენა, თუმცა თანხების ჯამი 288 მილიონ ლარს აჭარბებს. ,,ამ თანხების ხარჯვა მოკლებულია გამჭვირვალობას" - მიიჩნევენ საია-ში.

ანგარიშში ასევე განხილულია რიყის ტერიტორიის მაგალითი, რომელიც ჯერ გასხვისდა, შემდეგ კი ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა უკან გამოისყიდა. ამ ოპერაციების შედეგად კი თბილისის ბიუჯეტმა 15 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.

საია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მერიებს მოუწოდებს გაასაჯაროოს ინფორმაცია ქალაქების ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში ფონდების ჩართულობის შესახებ.

საია-ს აზრით, ამ ფონდებისა და მათი დამფუძნებლების მუშაობა,,შესაბამისი სახელმწიფო უწყებების" ინტერესის საგანი უნდა გახდეს.

კვლევა ,,ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ფარგლებში განხორციელდა.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

მეტი