15.05.2012

ომბუდსმენი პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

 

გლდანის N8 დაწესებულების პატიმარი პ.კ. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მას არ აქვს სპეციალური ეტლი და “უზრუნველყოფილი არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის აუცილებელი საშუალებებით და გარემოთი” პატიმარი ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დახმარებას თანასაკნელებს სთხოვს.

 

ამის შესახებ მსჯავრდებულმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს საგანგებო რეკომენდაციით მიმართავს.

აღნიშნულ რეკომენდაციაში ომბუდსმენი ,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებორგანული კანონის 21- მუხლის ,,ქვეპუნქტს ეყრდნობა და მინისტრისგან პატიმრის N18 სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს. რადგან “გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.

ომბუდსმენი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის, შპს ,,ვექტორის ალტერნატიული კომისიის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე მიუთითებს, რომელიც ადასატურებს, რომ . .- დგომა და სიარული მხოლოდ დამხმარე საშუალებებით შეუძლია.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

მეტი