15.05.2012

ომბუდსმენი სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს

 

2012 წლის შვიდ მაისს სასჯელაღსრულების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გამოსცა ბრძანება N63, რომლის მიხედვითაც, რვა დაწესებულებისთვის ახალი ლიმიტები განისაზღვრა და პატიმართა დასაშვები რაოდენობა 1724 ადგილით გაიზარდა.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბოლო ხანს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელებულა, რაც შესაძლებელს გახდიდა ლიმიტის გაზრდას. ომბუდსმენის აზრით “7 მაისის ბრძანება ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი”

გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ლიმიტიც გაიზარდა, რომლებიც ინდივიდუალური საწოლით ყველა პატიმარს აქამდეც ვერ უზრუნველყოფდა. “კერძოდ, საუბარია თბილისის N1 და ზუგდიდის N4 დაწესებულებებზე, რომლებიც სრულად არის ამორტიზებული და გასაუქმებელია და რომელთა ლიკვიდაციაზე სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაცია გასცა. იგივე შეეხება N12 დაწესებულებას, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები არასახარბიელოა”. - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი იმ ფაქტითაცაა შეშფოთებული, რომ “აზრდილი ლიმიტების ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებების უმეტეს ნაწილში პატიმრები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობითაც ვეღარ ისარგებლებენ, რომელიც CPT-ის მიერ რეკომენდირებულ ევროპულ სტანდარტზე, 4 კვ..-ზე გაცილებით ნაკლებია.

ტუღუში აღნიშნავს, რომ მინისტრის ბრძანებამ მხოლოდ ფორმალურად შენიღბა გადატვირთულობა, რომელიც სასჯელაღსრულების ზოგიერთი დაწესებულებების პრობლემას წარმოადგენს. ომბუდსმენი ამ შეაფსებისას საკუთარ მოხსენებებთან ერთად წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშებსაც ეყრდნობა.

სახალხო დამცველის თქმით: “გადატვირთულობის პრობლემა, საგრძნობლად ამძიმებს როგორც პატიმრების ყოველდღურ ყოფას, ასევე უარყოფითად აისახება მათ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

გადატვირთულობასთან ბრძოლისთვის, აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გადახედვა, ალტერნატიული სასჯელის ზომების უფრო აქტიური გამოყენება, პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა”

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

  • ვახუშტი მენაბდე

    წითელი პარასკევი

    17 მაისს თავი ორჯერ ვიგრძენი უსუსურად, პირველად მაშინ, როდესაც ჩემს თვალწინ თავისუფლების მეტროსთან ქრისტიანობის სახელით შეკრებილმა რამდენიმე ათასმა კაცმა პოლიციის კორდონი გამოარღვია და ამაზრზენი...

  • ირაკლი კაკაბაძე

    სიყვარულის დოქტრინა სიძულვილის ეპოქაში

    17 მაისს ახალი ჩამოსული ვიყავი თბილისში, უამრავი ოჯახური საქმე მქონდა მოსათავებელი და დილას დანიშნულ აქციებზე წასვლა ვერ შევძელი.  კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ „იდენტობის“ და ქართული...

მეტი