28.05.2012

იყიდება თუ არა სააქციო საზოგადოება „მადნეული?“

სტატიები  (photo: )
ცირა გვასალია

 

„ლიბერალის" კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სააქციო საზოგადოება „მადნეულის" და შპს „კვარიციტის" გაყიდვაზე რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

წყაროს ცნობით, პოტენციური მყიდველი რუსული საინვესტიციო კომპანია NevaRus-ია, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას „მადნეულისა" და „კვარციტის" საწარმოსა და აქტივების შესყიდვის შესახებ.

„თანხა გასულ პარასკევს უნდა გადაეხადათ,  თუმცა, ჯერ არ გადაუხდიათ", - ამბობს წყარო.

მისი ცნობით, კომპანიის გაყიდვას ფასილიტაცია საწარმოს ყოფილმა დირექტორმა კობა ნაყოფიამ გაუწია.

„ლიბერალთან" საუბარში ნაყოფია საწარმოს და მისი აქტივების გაყიდვის ფაქტს უარყოფს.

„მადნეული" ჯერ არ გაყიდულა", - ამბობს ნაყოფია. - „თუმცა, მომავალზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი."

გუგლის საძიებო სისტემაში კომპანია NevaRus-ის საპროფაილო საიტი არც რუსულ და არც ინგლისურ ენებზე არ იძებნება. „ლიბერალის" წყაროს ცნობით, კომპანიის აქციონერები რუსი ბიზნესმენები:  დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან.

48 წლის რუს ბიზნესმენ დიმიტრი კორჟევს ჟურნალ „ფორბსში" საკუთარი პროფაილი აქვს. მის პოტრფოლიოში მოხსენებულია დიმიტრი ტროიცკიც.  მასალაში ნათქვამია, რომ ორი რუსი მილიონერი სტუდენტობის წლებიდან ბიზნეს-პარტნირები არიან.

რა გამოცდილება აქვთ ბიზნესმენებს სამთო მოპოვების ბიზნესში?

კომპანია NevaRus-ი  სომხურ   სამთო-მომპოვებელ ბიზნესში მოღვაწეობს. სომხური წყაროების ცნობით, გასულ წელს  NevaRus -მა 110 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო სომხეთის  ტერიტორიაზე - სარანისტსა და დასტაკერტში - არსებულ საბადოებში.

„ლიბერალისთვის" უცნობია, რა არის ამჟამად სააქციო საზოგადოება „მადნეულის" და „კვარციტის" ფასი.

პირველად საწარმო 2005 წლის 11 ნოემბერს გაიყიდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სააქციო საზოგადოება  „სტენტონ იქვითიზ კორპორეიშენს" 36.010 ათას დოლარად მიჰყიდა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი