05.06.2012

კიევში გადაფრენა 22 ევროდ იქნება შესაძლებელი

 

27 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს კიევში 22 ევროდ ჩაფრენა შეეძლებათ. მემორანდუმი კომპანია ,,ვიზ ეარის” გენერალურმა დირექტორთან გუშინ კოპიტნარში გაფორმდა.

 

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც კიევში ფრენა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას დაუკავშირა.

,,ხალხის ხარჯზე გასუქდნენ და გაქსუვდნენ, დახარბებული წუთიერ შემოსავალს, სხვადასხვა ავიაკომპანიები და ბიზნესები. “ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, კიევში მოხვედრა ამიერიდან ქართველებს 22 ევროდ შეეძლებათ, ლონდონამდე კი ავიაკომპანიამ შეიძლება 15 ევრო დაამატოს მგზავრობის საფასურს. ,, 22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში და ახლა ბოინგი ჩაგიყვანს ევროპაში.” - დასძინა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობასაც შეეხო - მისი თქმით, ასეთი ინიციატივები ხელს გაუმართავს სოციალური პრობლემების წინაშე მდგომ ოჯახებს და ამ აეროპიორტს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ქუთაისის, არამედ წყალტუბოს, ფოთის, ქუთაისის, სამტრედიის, ზესტაფონის მცხოვრებთათვის. ქუთაისის ერთგვარ ცენტრად ქცევა, იქ პარლამენტის შენობის აშენება და მილიონიანი ინვესტიციების დაბანდებაც, პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

,,ეს არის მართლაც ფანტასტიკის ზღვარზე, რაც კეთდება ქუთაისში” - ასე შეაფასა ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი ინიციატივა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი