08.06.2012

გამოსაშვები გამოცდების ფორმატი უნდა შეიცვალოს

სტატიები  (photo: )

 

მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა გამოსაშვები გამოცდებითა და ზოგადი უნარების ერთი გამოცდით მოხდება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გუშინ „მასწავლებლის სახლში" გააკეთა.

 

ეროვნული გამოცდების გაუქმებასთან ერთად აქტუალური გახდა გამოსაშვები გამოცდების ფორმატის შეცვის საკითხი.

საატესტატო გამოცდები კატის (კომიუტერთან ადაპტირებული ტესტებით) ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გადაცემა „დიალოგში" განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდების გაუქმების შემთხვევაში ამ ფორმით გამოსაშვები გამოცდები არ უნდა ჩატარდეს, რადგან ე.წ კატის მოდელი წერით უნარებს და მნიშვნელოვან კომპეტენციებს არ ამოწმებს.

„იყოს 9 გამოცდა 12-ის ნაცვლად, ოღონდ იმ ფორმატით, როგორითაც ტარდება გამოსაშვები გამოცდები, მისაღები გამოცდები არ უნდა ჩატარდეს.  კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება მხოლოდ ერთი ტიპის დავალებებს ითვალისწინებს. ეს არის დახურულ ბოლოიანი კითხვები, სადაც აპლიკანტმა სწორი პასუხი უნდა შემოხაზოს. ბევრი სფერო, ასეთი ტიპის დავალებებით ვერ შემოწმდება." - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ტემპუსის (ევროკავშირისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა) პროგრამის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტის გამოსაშვები გამოცდის ფორმატი შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. 8+1 სისტემა კი მისთვის მისაღებია.

„თავისთავად იდეა არ არის ცუდი, უბრალოდ აუცილებელია გადაიხედოს გამოცდების შინაარსი და ფორმატი, ეს კი მარტივი არის. აუცილებლად უნდა იყოს ღიაბოლოიანი კითხვები, თუ სტუდენტმა არ დადო რაიმე სახის პროდუქტი, მისი ცოდნის შეფასება რთული იქნება და უნივერსიტეტები, რომლებიც გამოცდების ლიბერალიზაციას მიესალმებიან, ცოტა ხანში გამოცდიან, რომ მათთან სრულიად მოუმზადებელი აბიტურიენტები მივლენ. ძალიან გამარტივებული წესით სკოლის დამთავრებამ შეიძლება უნივერსიტეტებს პირველკურსელთა კვალიფიკაციაში იმედები გაუცრუოს და იძულებითი წესით საგანმანათლებლო უნივერესტეტებმა პროგრამების დონე დაბლა დაწიონ" - გვითხრა ლიკა ღლონტმა.

მისივე თქმით, გერმანიაში უმაღლეს სასწავლებლებში  ჩარიცხვა სკოლის დამამთავრებელი გამოცდით ხდება. მოსწავლეები აბარებენ აბიტურს და შემდეგ უნივერსიტეტები აწესებენ  მისაღებ ქულებს. ლიკა ღლონტის თქმით, საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს და უნივერისტეტებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენქულიან აბიტურიენტებს მიიღებენ.

„გერმანიაში ტარდება აბიტური, ეს არის სასკოლო გამოცდები. სხვათა შორის, ყველა გერმანელი კურსდამთავრებული აბიტურს ვერ აბარებს. მერე ყველა უნივერისიტეტი აწესებს თავისი ქულობრივ შემადგენლობას და ამბობს, რომ მიიღებს მხოლოდ იმ სტუდენტებს ვისაც ბიოლოგიაში 10 დან 10 აქვს. სხვა უნივერსიტეტი სხვა ქულებს ადგენს და ა.შ."

ლიკა ღლონტი სასკოლო განათლების ხარისხის ზრდის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პირველ რიგში სასკოლო განათლების ხარისხი უნდა გაიზარდოს.

„თუ სასკოლო განათლების ხარისხმა არ მოიმტა, როგორი სახის გამოცდებიც არ უნდა დავნიშნოთ, მაინც პრობლემა გვექნება."- გვითხრა ლიკა ღლონტმა.

ეროვნული გამოცდების გაუქმების შესახებ საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 2012 წლის თებერვალში 24 - ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მუღულიამ თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „საატესტატო გამოცდები ახალი დანიშნულებით?"

„ხომ არ სჯობს უმაღლესი სასწავლებლებისათვის აბიტურიენტთა საკონკურსო შერჩევის ფუნქციაც საატესტატო გამოცდებს გადაეცეს და 8+4 სისტემა შეიცვალოს 8+1 სისტემით (ასეთ შემთხვევაში 8 სასკოლო გამოცდის გარდა აბიტურიენტებს დამატებით, სკოლის მიღმა - ჩასაბარებელი ექნებათ მხოლოდ ერთი გამოცდა - ე.წ. უნარებში."- ვკითხულობთ ბლოგზე, სადაც ( 8+1) ინიციატივის პოზიტური მხარებია განხილული.

„ჩემი აზრით, ეს წინადადება პოზიტიურად უნდა შეფასდეს შემდეგი არგუმენტების გამო: უფრო მეტად ამაღლდება ზოგადი განათლების საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სტატუსი. გაიზრდება ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელობა. ამაღლდება სკოლების პასუხისმგებლობა განათლების ხარისხზე. მოიხსნება ორი (საატესტატო და ერთიანი ეროვნული) გამოცდის ურთიერთმიმართებისა და თავსებადობის საკმაოდ მტკივნეული პრობლემა." - წერს გია მურღულია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად 2005 წელს ჩატარდა.  მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა ქვეყანაში.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    სირცხვილის გარეშე

    იმპერიალიზმთან ბრძოლის ყველაზე უტყუარი გზა არაძალადობაზე და არა-იმპერიალიზმზე გადის.  ამის მაგალითი ძალიან ბევრი ბოლოდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.  განდის მიერ წარმოებულმა „სატიაგრაჰამ“ დაანგრია...

  • გიორგი რუხაძე

    SOS! ევრაზიული „საბჭოთა კავშირი'“

    საქართველოში ხელისუფლების გარდა თითქოს არაფერი შეცვლილა და რატომ ჩნდება იმის საშიშროება, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაშორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვდეს? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ღიად...

  • ზვიად დევდარიანი

    გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის

    ხალხი, რომელიც ბრძოლისგან იღლება, გადაშენებისთვისაა განწირული. მერძოლი ხალხის მიერ არჩეული ბრძენი ხალხით მართული სახელმწიფო - შემდგარი სახელმწიფოა. ხშირად მიფიქრია, რამ გამოგვატარა ეს...

მეტი