12.06.2012

დიმიტრი შაშკინი: "ტესტების ფორმატი გემოვნების საკითხია"

 

რატომ უქმდება  და რას შეცვლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება? ამ და სხვა კითხვებზე დღეს "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უპასუხა.

 

შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა საატესტატო გამოცდები შედეგები შეაფასა. - "წელს სამნახევარჯერ ნაკლები ბავშვი ჩაიჭრა ვიდრე შარშან. მე ძალიან კმაყოფილი ვარ გამოცდების შედეგებით. ეს მიუთითებს იმას, რომ განათლების დონე გაიზარდა არა რომელიმე კონკრეტულ საგანში, არამედ რვავე სავალდებულო დისციპლინაში"

მინისტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების მიზეზები ახსნა და 8+1 ფორმატის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით 8+1 ფორმატი მსოფლიოში აპრობირებული მოდელია და დღეს ეს ცვლილებები ლოგიკურია, რადგან 2003-2004 წლების შემდეგ საჯარო სკოლებში ბევრი რამ შეიცვალა.

[video:http://www.youtube.com/watch?v=7PIAlchzuE0]

შეიცვლება თუ არა გამოსაშვები გამოცდების ტესტების მოდელი - ამ კითხვაზე პასუხი მინისტრს ჯერ არ აქვს. მისი თქმით, "ტესტების ფორმატი გემოვნების საკითხია" და ეს საკითხი ყოველთვის კამათს საგანი იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ აგვისტოს ბოლოს ტესტების მოდელთან დაკავშირებით ყველა საკითხი გადაწყვეტილი იქნება.

დიმიტრი შაშკინის აზრით, ტესტების ფორმატზე ზრუნვა ექსპერტების კომპეტენციის სფეროა, მიუხედავად ამისა მას, როგორც განათლების მინისტრს, ექსპერტებთან ერთი კატეგორიული მოთხოვნა მაინც აქვს - ტესტების შინაარსი აბსოლიტურად უნდა შეესაბამებოდეს ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმას.

"მე, როგორც მინისტრს, ამ ექსპერტებთან მაქვს რამდენიმე მოთხოვნა. პირველი, როგორი ტესტებიც არ უნდა დაიწეროს, ისინი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ერთიან ეროვნულ გეგმას. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს რეპეტიტორები იმისათვის, რომ ბავშვმა ჩააბაროს უმაღლესს სასწავლებელში. ბავშვა უნდა ჩააბაროს მხოლოდ ის, რასაც სწავლობს. იქნება ღია თუ დახურული შეკითხვები - ეს პროფესიონალების გადასაწყვეტია" - თქვა განათების მინისტრმა.

[video:http://www.youtube.com/watch?v=w2dWz_gCUTQ]

შეხვედრაზე მინისტრს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლებისთვის მიცემული პირობა შეახსენეს. "მეცხრე არხის" ჟურნალისტის თქმით, მინისტრმა თანამშრომლებს ეროვნული გამოცდების გამართულად ჩატარების პირობა მისცა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შეთხვევაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა.

მინისტრმა ეროვნული გამოცდების თანამშრომლებისთვის მიცემული პირობის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ: "აუცილებლად დადგება ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, ოღონდ ნუ გექნებათ ამის იმედი, იმიტომ, რომ გამოცდები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე!"

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

  • ვახუშტი მენაბდე

    წითელი პარასკევი

    17 მაისს თავი ორჯერ ვიგრძენი უსუსურად, პირველად მაშინ, როდესაც ჩემს თვალწინ თავისუფლების მეტროსთან ქრისტიანობის სახელით შეკრებილმა რამდენიმე ათასმა კაცმა პოლიციის კორდონი გამოარღვია და ამაზრზენი...

მეტი

ამავე ავტორისგან