19.06.2012
თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს ბექა გაბადაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გაბადაძის მეგობარი, ოთო კობახიძე ამბობს, რომ ბექა გაბადაძე კანცელარიაში განცხადების ჩასაბარებლად მიდიოდა, რათა ღონისძიების ორგანიზებისთვის აუდიტორია მოეთხოვა. შესასვლელთან მას თვითმმართველობის წევრები დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი მისი წაქცევა სცადეს და ფიზიკურად დაუპირისპირდენ.
თავად გაბადაძე ამ დროსითვის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დაცვის ოთახში იმყოფება პოლიციის თანხლებით. მეგობრები მას გარეთ ელოდებიან. როგორც გაბადაძემ მეგობრებს შესვლამდე განუცხადა, მომხდარი დეტალურად დააფიქსირეს ვიდეოკამერებმა.
ბექა გაბადაძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ის აქტიურად გამოტქვამს პროტესტს სსაუნივერსიტტო პრობლემებისა და თვითმმართველობისადმი. გაბადაძე 2011 წლის აპრილში სტუდენტური ინიციატივა,,თარგმნეს" პრეზენტაციაზე სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სცემეს. რამოდენი ხნის წინ, გაბადაძეს ფეისბუქ ანგარიში გაუტეხეს და მის დაშანტაჟებას ცდილობდნენ. როგორც ბექამ მეგობრებს უთხა, დღეს თვითმმართველობის წარმომადგენლები მას ფეისბუქანგარიშის პირადი მიმოწერის გამოქვეყნებიტაც ემუქრებოდნენ.
ზურაბ ვარდიაშვილი