27.06.2012

რუსთავის ტყე-პარკში ხეები იჩეხება

სტატიები  (photo: )

 

"რუსთავის ტყე-პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას ათეულობით ძვირფასი ჯიშის ხე ნადგურდება" - ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაზეთ "რუსთავის ამბებში" დაიბეჭდა. ხეების მასობრივი ჭრის ფაქტს გამოეხმაურა "ეკოლოგიური სამართლის ცენტრიც".

 

ადგილობრივი გაზეთი პარკში მომუშავე ადამიანების ნაამბობზე დაყრდნობით წერდა, რომ პარკში უკვე მოიჭრა 40-მდე მუხა, ახლა კი მერიის წარმომადგენლების მითითებულ ხეებს ჭრიან, რომელთაგან ზოგი დაზიანებულია, ზოგი - ჯანმრთელი.

რუსთავის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოებს ესპანური „საერთაშორისო პროექტების კომპანია" ახორციელებს.

სამშენებლო ფირმა „ალგეთის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არაფერი კეთდება და მხოლოდ დამპალ ხეებს ჭრიან, რომლებმაც შეიძლება მოსახლეობას ზიანი მიაყენოს. მათივე თქმით, პარკში მუხები არასდროს ყოფილა და შესაბამისად, ისინი არც მოუჭრიათ.

ქალაქის ვიცე-მერი დავით  ჯაფარიძეც ჟურნალისტებთან საუბარში ამბობდა, რომ პარკში მხოლოდ დაზიანებული ხეები იჭრება და თუ პროექტი მოითხოვს ჯანმრთელი ხეების მოჭრას, მათ ნაცვლად, ათ იმდენს დარგავენ.  თუმცა, ადგილობრივი გაზეთი, ჯაფარიძის გასულ წელს გაკეთებულ კომენტარს იშველიებს, სადაც ის ამბობს: „შეიძლება პარკის გაკეთება ქალაქის რამდენიმე ადგილას მოგვინდეს, მაგრამ აქ ბუნებრივი ლანდშაფტია ისეთი, რომ ამხელა ხეების გაზრდას და გაშენებას წლები სჭირდება"

რუსთავის ტყე-პარკის აღდგენის პროექტი პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, პარკში არსებულ ხელოვნურ ტბაზე დაგეგმილია ორი მრგვალი და ოთხი მართკუთხა შადრევნის მოწყობა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ხეები მოიჭრა, ოთხი საცურაო აუზი კეთდება.

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" უკვე მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს რეაგირების მოთხოვნით. „რეაბილიტაცია განადგურებას არ ნიშნავს,  პარკის რეაბილიტაციისთვის ამდენი ხის მოჭრა სულაც არაა საჭირო. რუსთავში რეკრეაციული ზონები ისედაც ცოტაა და პარკის ასე განადგურება დაუშვებელია. "

არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო სტრუქტურებისგან პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს.

რუსთავის ტყე-პარკი მდინარე მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე და სულ 1028 ჰა უკავია. ტყე-პარკში დგას სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები: ვერხვი, ფშატი, ჭალის მუხა, თუთა, აკაცია, ტირიფი, ნეკერჩხალი და სხვა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    სირცხვილის გარეშე

    იმპერიალიზმთან ბრძოლის ყველაზე უტყუარი გზა არაძალადობაზე და არა-იმპერიალიზმზე გადის.  ამის მაგალითი ძალიან ბევრი ბოლოდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.  განდის მიერ წარმოებულმა „სატიაგრაჰამ“ დაანგრია...

  • გიორგი რუხაძე

    SOS! ევრაზიული „საბჭოთა კავშირი'“

    საქართველოში ხელისუფლების გარდა თითქოს არაფერი შეცვლილა და რატომ ჩნდება იმის საშიშროება, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაშორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვდეს? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ღიად...

  • ზვიად დევდარიანი

    გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის

    ხალხი, რომელიც ბრძოლისგან იღლება, გადაშენებისთვისაა განწირული. მერძოლი ხალხის მიერ არჩეული ბრძენი ხალხით მართული სახელმწიფო - შემდგარი სახელმწიფოა. ხშირად მიფიქრია, რამ გამოგვატარა ეს...

მეტი

ამავე ავტორისგან