27.06.2012

TV 9 - "ახალი", 18-22 ივნისი

სტატიები  (photo: )

1

8-დან 22 ივნისის ჩათვლით ტელეკომპანია "TV 9" ცხრა საათიან "ახალში" ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს, ხელისუფლების აქტივობებს, კომპანია "გლობალ TV"-ისა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ - ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს აქტიურად აშუქებდა.

 

18 - 19  ივნისის "ახალი"-ში გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის -მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებისა და სახლში დაბრუნების რიგით III-II სიუჟეტებს 4 წუთამდე დრო დაეთმო, მაშინ, როდესაც გურიაში მომხდარი წყალდიდობა და გონიოს არალეგალური საროსკიპოების თემა მხოლოდ საინფორმაციო ბადის მომდევნო ნაწილში გაშუქდა.

18 ივნისის საინფორმაციო გამოშვებაში ფოთის ინდუსტრიული ზონის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაა მიმოხილული, რასაც ორ წუთიანი სიუჟეტი სათაურით "სააკაშვილი VS სააკაშვილი" მოსდევს: "საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ პროექტებს აკრიტიკებს", ჟურნალისტი კი ცდილობს გაარკვიოს "რა არის ეს, წინასაარჩევნო სვლა თუ წარსული მელანქოლია?!".

აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტის სტრუქტურა და მონტაჟი რამდენიმე ქართული ტელევიზიის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ მომზადებული ნიუსების მსგავსია.

19 ივნისს "ახალი" შინაგან საქმეთა სამინისტროდან განთავისუფლებული თანამშრომლების თემით დაინტერესდა. ორი რესპონდენტის თქმით, პოლიტიკური სიმპათიის გამო სამართალდამცავი უწყებიდან 200-მდე ადამიანი გაათავისუფლეს. სიუჟეტში აღნიშნული პიროვნებების სახე დაფარულია და მათი ხმაც შეცვლილია, თუმცა, რამდენად უზრუნველყოფს ეს საშუალებები რესპონდენტთა იდენტიფიცირების შეუძლებლობას, ცალკე განხილვის საკითხია.

20 ივნისს "TV 9"-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში II-III ნიუსებად საბურთალოს მოსახლეობასთან  შინაგან საქმეთა მინისტრის გამართული შეხვედრა და ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ, რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორების ჩაქვში, "ე.წ" ტრენინგებზე  წაყვანის ფაქტი გავიდა.

21 ივნისის "ახალის" პირველი ოთხი სიუჟეტი, რომელსაც საეთერო დროის 23 წუთი დაეთმო "ელიტა ბურჯის" საწყობებისა და კომპანია "გლობალ TV"-ის დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღების საკითხს ეხება.

9 საათიანი გამოშვება ბიძინა ივანიშვილის მიერ 75 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდაზე უარის თქმისა და კოალიცია „ქართული ოცნების"  საგანგებო განცხადების თემებით გრძელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ  "მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ხელისუფლებისა და სახემწიფო უწყებების  მხრიდან მასზე ზეწოლა განუწყვეტლად მიმდინარეობს".

გამოშვებაში "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების მიერ სოლიდური თანხების ჩარიცხვის, მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციიდან ორმოცდაათამდე თანამშრომლის განთავისუფლებისა და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის ირაკლი მდინარაძის გარდაცვალების ფაქტების შესახებაცაა საუბარი.

22 ივნისის საინფორმაციო გამოშვებაში "გლობალ TV"-ის სატელიტური თეფშების დაყადაღების საკითხს, აღნიშნულ თემაზე ივანიშვილის ელჩებთან შეხვედრის დეტალებს, "ქართული ოცნების" ლიდერის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე უარის თქმასა და შსს-ს მინისტრის მოადგილის განცხადებას - საქართველოში კანონისა და დემოკრატიის დასუსტების ივანიშვილისეული მცდელობის შესახებ, დაახლოებით  15 წუთი დაეთმო.

"ახალის" მეთორმეტე სიუჟეტად მიხეილ სააკაშვილის ვანის მოსახლეობასთან შეხვედრა და "ვანის მიტოვებულობის შესახებ პრეზიდენტის აღიარება" გავიდა.

აღსანიშნავია, რომ  ხუთი დღის განმავლობაში, დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აქტივობების შესახებ ინფორმაცია მწირი იყო.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

  • ვახუშტი მენაბდე

    წითელი პარასკევი

    17 მაისს თავი ორჯერ ვიგრძენი უსუსურად, პირველად მაშინ, როდესაც ჩემს თვალწინ თავისუფლების მეტროსთან ქრისტიანობის სახელით შეკრებილმა რამდენიმე ათასმა კაცმა პოლიციის კორდონი გამოარღვია და ამაზრზენი...

  • ირაკლი კაკაბაძე

    სიყვარულის დოქტრინა სიძულვილის ეპოქაში

    17 მაისს ახალი ჩამოსული ვიყავი თბილისში, უამრავი ოჯახური საქმე მქონდა მოსათავებელი და დილას დანიშნულ აქციებზე წასვლა ვერ შევძელი.  კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ „იდენტობის“ და ქართული...

მეტი