07.07.2012
შპს ,,ბურჯი" 8,6 მილიონი ლარით დააჯარიმეს
სასამართლომ შპს "ბურჯს" ჯარიმის სახით 8 644 640 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
ჯარიმა კომპანიას კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიებისთვის უსასყიდლო სატრანსპორტო მომსახურებისთვის დაეკისრა. თუმცა, "ბურჯის" ადვოკატი, მერაბ ბარბაქაძე აცხადებს, რომ პარტიები კომპანიას სინამდვლეში საბაზრო ფასებთან შედარებით საკმაოდ კარგად უნაზღაურებდნენ მომსახურეობას და მათ ამის დამამტკიცებელი ხელშეკრულებები თუ ქვითრებიც წარუდგინეს სასამართლოს, თუმცა სასამართლომ ,,ბურჯის" არგუმენტები არ განიხილა და საქმის წარმოებისას მხოლოდ კონტროლის პალატის ბრალდებებს დაეყრდნო.
ადვოკატი ასევე საუბრობს ჯარიმის შეუსაბამოდ დიდ მოცულობაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტროლის პალატის ბრალდება მართალი აღმოჩნდებოდა. შპს. ,,ბურჯმა" ოცნებაში შემავალ პარტიებს ავტომობილები 3 აქციის დროს მიაქირავა. 45 გაქირავებული ავტომობილის ღირებულება ჯამში 864 ათას ლარს შეადგენს. სასამართლოს მიერ დაკჯისრებული ჯარიმა კი ავტომობილებით გაწეული მომსახურების ღირებულების ნაცვლად, თავად ავტომობილების ღირებულების გაათმაგებული ოდენობაა.
ირაკლი კაკაბაძე