08.07.2012

გლდანის საავადმყოფოში კიდევ ერთი პატიმარი გადაიცვალა

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პატიმრის, 21 წლის მიხეილ ბაზაზიანის გარდაცვალების  ფაქტზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

"მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდებული მიხეილ ბაზაზიანი. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი - გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 5 ივლისს, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად დაინიშნა ექსპერტიზა. სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ზემოაღნიშნული სამწუხარო ფაქტის წინასწარი შეფასებებისაგან", - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

21 წლის პატიმარი მიხეილ ბაზაზიანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა.  გარდაცვლილი პატიმარი სასჯელს ქსნის კოლონიში იხდიდა.  ჯანმრთელობის გაუარესების გამო პატიმარი გლდანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახს განუცხადეს, რომ  პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის დაავადება იყო, თუმცა საინფორმაციო სააგენტო  „ინფო 9“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს ოფიციალური ვერსია დამაჯერებლად არ მიაჩნია. ამის მიზეზად, ისინი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ გარდაცვლილი ოჯახის დაუკითხავად გაკვეთეს. სასჯელაღსრულების სამინისტროდან კი ექსპერტიზის დასკვნის მიცემას ორი თვის შემდეგ დაჰპირდნენ.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი