08.07.2012
სასამართლომ პოლიტიკური პარტიების 17 წარმომადგენელს ჯარიმა დააკისრა
თბილსის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ პოლიტიკური პარტიების 17 წარმომადგენელი სამართალდამრღვევად სცნო. პარტიებს შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას – 77.250, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს – 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს – 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას – 24.987, ლევან ჩქარეულს – 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს – 57.400 ლარის, ირმა დავითაძეს – 78.365, ავთანდილ დავითაძეს – 114.192, გიორგი მოსიაშვილს – 125.350, მაია თანიაშვილს – 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს – 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს – 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს – 40.250.
მოსამართლის განცხადებით, სამართალდამრღვევებმა აღნიშნული თანხა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ადვოკატებს გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში შეუძლიათ, რისთვისაც მათ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათი აქვთ.
ირაკლი კაკაბაძე