24.07.2012

ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში

სტატიები  (photo: )

ცვლილებების მიხედვით, ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტის ამოცანები სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა ოპერატიული დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების კონტროლით, მათი საქმიანობის კოორდინაციითა და ანალიზით განისაზღვრა.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანებულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში ცვლილებები შედის. კონკრეტული ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებას შეეხო.

ცვლილებების მიხედვით, ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტის ამოცანები სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა ოპერატიული დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების კონტროლით, მათი საქმიანობის კოორდინაციითა და ანალიზით განისაზღვრა.

აღნიშნულ დეპარტამენტს სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ოპერატიულ-სამძებრო და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება და კანონდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება დაევალა.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარებას ახორციელებს.

ამავე დეპარტამენტს ევალება მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება, ბრალდებულთა,  მსჯავრდებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა და დაკავება, ასევე კიბერდანაშაულის გამოძიება.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესამაბის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს.

პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი სამინისტროს დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს განსაზღვრავს.

პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი, კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ლევან იზორია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ სახელების შეცვლა და ზოგიერთი სამსახურისთვის კოორდინაციის ფუნქციის დაკისრებაა. მისი თქმით,  შსს-ში შემავალი დეპარტამენტების რაოდენობა კვლავ დიდია, რაც დიდ ხარჯებთან, ფუნქციების დუბლირებასთან და გაუმჭვირვალობასთან არის დაკავშირებული.

„ეს სტრუქტურული რეორგანიზაცია თვისობრივად მაშინ იქნებოდა ახალი, თუ იმ მრავალი დეპარტამენტის ნაცვლად, რომელიც საპოლიციო და უშიშროების სამსახურებს მოიცავს, პოლიციის ერთიანი დეპარტამენტი  ჩამოყალიბდებოდა, ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში პოლიციის დეპარტამენტთა ფარგლებში ორი კლასიკური მოდელი - საპატრულო, საზოგადოებრივი დაცვისა და კრიმინალური ანუ საგამოძიებო სამსახურია მოაზრებული, საზღვრის დაცვის პოლიცია კი ცალკე დეპარტამენტის სახით იარსებებდა" - აღნიშნავს იზორია.

პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის თქმით „პოლიციის შესახებ ისეთი კანონია შესაქმნელი, რომელშიც ამ სისტემის დეპოლიტიზირება მოხდება. დღეს არსებული კანონი პოლიციის შესახებ 1993 წელს არის მიღებული და სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა მილიციის შესახებ კანონის გადმონაშთი. შესაცვლელია პრეზიდენტის დამოწმებული 2004 წლის დეკემბრის შსს დებულებაც, რომელიც ერთი სამინისტროს ხელში დიდი ფუნქციების გაერთიანებას ემსახურება და სამინისტროს უშუალოდ პრეზიდენის მმართველობის ქვეშ აქცევს".

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

მეტი

ამავე ავტორისგან