25.05.2012
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით 2011 წლის განმავლობაში საქართველოსი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა:
სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა, სტანდარტებთან შეუსაბამო პირობები ციხეში, კანონის უზენაესობის დარღვევა, არათანაბარი პირობები სასამართლოში, მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში, მათ შორის, ჩარევა გაფიცვებში, თანამშრომელთა დაუსაბუთებელი დათხოვნა, შრომითი კოლექტივების აქტივისტთა დევნა და დაშინება...
საანგარიშო წლის განმავლობაში დაფიქსირებულ პრობლემებს შორის იყო უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება - "განსაკუთრებით, 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას, რასაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია". სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მიმდინარეობდა პოლიტიკური ოპონენტების დაშინება. შეზღუდული იყო განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა. იმ დროს, როდესაც დამოუკიდებელი მედია აქტიურობდა და აზრთა მრავალფეროვნებ გამოხატავდა ქვეყნის სამი უმსხვილესი სატელევიზიო მაუწყებელი მთავრობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული
ანგარიშის მიხედვით, "სხვა პრობლემებს შორის სახელდებოდა გამჭვირვალობის ნაკლებობა ბიზნესის საკუთრებისა და სამთავრობო ტენდერების ჩატარების კუთხით. ვრცელდებოდა ინფორმაცია არჩეულ თანამდებობებზე ქალების ნაკლებობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაღალი იყო ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი. საქართველო იყო, უპირველესად, მიმწოდებელი და ამავე დროს, სატრანზიტო ქვეყანა ადამიანთა ტრეფიკინგის თვალსაზრისით".
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, "მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების საქმეების გამოსაძიებლად და მათ დასასჯელად, საქმეთა გამოძიებას ხშირად აჩერებდნენ, ან აჭიანურებდნენ, რაც ქმნიდა დაუსჯელობის ატმოსფეროს".
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამერიკის ელჩმა დადებითად შეაფასა ნაფიც საჯულთა ინსტიტუტისა და რელიგიური გაერთიანების შესახებ 2011 წელს მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა რელიგიურ ჯგუფს საჯარო იურიდიული პირის სტატუსის მიღება შეუძლიათ.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებსაც ეხება, "სადაც სეპარატისტული მთავრობები კვლავ სარგებლობდნენ რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცისა და მესაზღვრის მხარდაჭერით, რომელსაც ეს რეგიონები რუსეთისა და საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ოკუპირებული აქვს".
[video:http://www.youtube.com/watch?v=DxReBWAPBI0&feature=plcp]
მაკო ჯანჯიბუხაშვილი