26.05.2012

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე პატრიარქის შუამდგომლობით შეიწყალეს

საქართველოს პრეზინდეტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 66 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეწყალებულმა მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების სისტემას დღის განმავლობაში დატოვებენ.

შეწყალებულთა შორისაა ელიტ-ელექრონიქსის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე. ინფორმაცია "ლიბერალთან" საუბარში ბიზნესმენის ადვოკატმა მაია ხუციშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ქოქოლაძის გვარი შეწყალებულთა სიაში საქართველოს პატრიარქის შუამდგომლობით მოხვდა. ელიტ-ელექტრონიკსის დამფუძნებელმა ციხე უკვე დატოვა.

ქოქოლაძე სასჯელს 2010 წლიდან იხდიდა. მას ბრალად "სხვადასხვა უკანონო გარიგებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისთვის თავის არიდება" ედებოდა, 2011 წლის 21 აპრილს კი 7 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობაში მყოფ ქოქოლაძეს ახალი ბრალდება დეკემბერში წარუდგინეს. სახელმწიფო ბიზნესმენს "თაღლითობასა და უკანონო ფულის ლეგალიზაციას" ედავებოდა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

მეტი