29.05.2012

მაია მიმინოშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი კოალიცია ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. აღნიშნული ინფორმაცია “ლიბერალს” "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დაუდასტურა. ფანჯიკიძის თქმით, ჯერჯერობით  საუბრის დეტალებზე   ვერ ისაუბრებს. პრესპიკერი დაგვპირდა,  რომ შეხვედრის თაობაზე საგანგებო განცხადებას მალე გაავრცელებენ.

ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გუშინ განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოულოდნელად გაათავისუფლა. ოფიციალური ვერსიით, გათავისუფლების მიზეზი მიმინოშვილის პირადი პოზიციის და სამინისტროს პოლიტიკასთან შეუთავსებლობა გახდა.

ცენტრს გამოცდების პერიოდში, სექტემბრამდე კოკა სეფერთელაძე უხელმძღვანელებს. სეფერთელაძე მინისტრის პირველი მოადგილე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორია.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი