29.05.2012

"მინისტრი ცდილობს, ცენტრის თანამშრომლები სამსახურში დარჩენაზე დაითანხმოს"

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შენობას ნაწილ-ნაწილ ტოვებენ, ლიბერალთან საუბარში ისინი მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ

 

შეხვედრა ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, მათი თქმით, მინისტრი ცდილობს ეროვნული გამოცდების  თანამშრომლები სამსახურში დარჩენაზე დაითანხმოს.

"ამის პასუხად, დავემშვიდობე და წამოვედი" - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი,

ჟურნალისტებისთვის შენობაში შესვლა კვლავ შეუძლებელია. დაცვის თანამშრომლები ჟურნალისტებს ეზოშიც არ უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლებმა დღის 12 საათზე საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, მათთვის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზი  ბუნდოვანია. მათი თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ვერ განმარტა თუ რას ნიშნავდა, “სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორი შეუთავსებლობა” რაც მიმინოშვილის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზია.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ზნეობრივი ვალია, დატოვონ სამსახური, რადგან ასეთი პირობებში თავიანთ მოვალეობას ვერ შეასრულებენ.

მათ  მიაჩნიათ, რომ "მინისტრის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო და საზოგადოების დაკვეთასთან მკვეთრად შეუთავსებელია"

მათი თქმით, მოვალეობას კანონით გათვალისწინებულ ვადებში შემცვლელებს გადააბარებენ და ეროვნული გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნება.

იმ შემთხვევაში, თუ შაშკინი მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზს უკეთ არ განმარტავს, თანამშრომლები ”როგორც საზოგადოების წევრები” მინისტრის გადაყენების საკითხს დააყენებენ.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

მეტი