11.06.2012
ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა. სასამართლოზე კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა თავის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს თანხა ასესხა, რომელიც მან გლობალ tv - ის გადასც "მათ ამ თანხით სატელიტური ანტენები შეიძინეს, რომლებსაც საარჩევნო მიზნებისთვის მოსახლეობას ურიგებდენ".
ადვოკატების განცხადებით, ივანიშვილსა და გლობალ TV-ის შორის კავშირი არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. მათ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთჯერადი წესით, სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.
ზურაბ ვარდიაშვილი