14.06.2012

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ალექსანდრე რონჟესის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახალი ამბები  (photo: )

 

"გლობალ TV"-ის ამერიკელ თანამფლობელს უკანონო შესავლის შესაძლო ლეგალიზაციასთან დაკავშირებით კითხავენ. ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

"მიღებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც  2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21"-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და  შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს.ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული." - წერია განცხადებაში.

ალექსანდრეს რონჟესი რამდენიმე საათის წინ თბილისის აეროპორტში დააკავეს.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი